ირაკლი კობახიძე – ველოდებით ეუთო-ოდირის წინა დასკვნის აღიარებას, როგორც კი აღიარებენ, მაშინვე განვაახლებთ სერიოზულად მსჯელობას ახალი მისიის მოწვევასთან დაკავშირებით – თემა დახურული არ არის

ჩვენ მოლოდინის რეჟიმში ვართ, გავაკეთეთ განცხადება, რომ პირველ რიგში, ველოდებით ეუთო-ოდირის წინა დასკვნის აღიარებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ განაცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, ხელისუფლება ელოდება წინა დასკვნის აღიარებას, რომ მიიღოს გადაწყვეტილება ახალი მისიის მოწვევასთან დაკავშირებით.
პრემიერმა დასძინა, საკითხი არ არის დახურული.
„ჩვენ მოლოდინის რეჟიმში ვართ, გავაკეთეთ განცხადება, რომ პირველ რიგში, ველოდებით ეუთო-ოდირის წინა დასკვნის აღიარებას. როგორც კი აღიარებენ წინა დასკვნას, მაშინვე განვაახლებთ სერიოზულად მსჯელობას ეუთო-ოდირთან დაკავშირებით. ეს არ არის დახურული თემა, მაგრამ ჯერ ველოდებით წინა დასკვნის აღიარებას, რომ მივიღოთ გადაწყვეტილება ახალი მისიის მოწვევასთან დაკავშირებით”, – განაცხადა პრემიერმა “აჭარის“ ტელევიზიის ეთერში.