ირაკლი კობახიძე ვახო სანაიასა და ქეთა ციცქიშვილის დაკავებაზე – არცერთი ჟურნალისტი არ არის დაჭერილი – ისინი კანონსაწინააღმდეგო აქციაში მონაწილეობდნენ, როგორც პარტაქტივი, არა როგორც ჟურნალისტები

არცერთი ჟურნალისტი არ არის დაჭერილი. თქვენ იცით, რომ ეს ორი ადამიანი არის ჩვეულებრივი პარტაქტივი. ეს ადამიანები კანონსაწინააღმდეგო აქციაში მონაწილეობდნენ, როგორც პარტაქტივი, არა როგორც ჟურნალისტები, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ისაუბრა ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტების, ვახო სანაიასა და ქეთა ციცქიშვილის ადმინისტრაციული წესით დაკავებაზე.
მისი თქმით, კანონსაწინააღმდეგო აქციაში მონაწილეობა ისჯება შესაბამისი კანონით.
„ქუჩა გადაკეტეს 50 კაცით. 6 დღიანი პატიმრობაა, ჯერ ერთი და როგორ შეიძლება 50-მა კაცმა გადაკეტოს ქუჩა? ეს არის კანონდარღვევა, კანონდარღვევისთვის გათვალისწინებული ზე-პროპორციულია, უაღრესად პროპორციულია (სასჯელი). წადით, ნახეთ, ფინეთში რას აკეთებენ, ფინეთში როგორ უდგებიან. ურსულა ფონდერ ლაიენი სიტყვით გამოდიოდა, ვიღაცამ რაღაც დაუყვირა და წავიდნენ, დააპატიმრეს ეგრევე და მერე დიდი ოდენობით ჯარიმა გადაახდევინეს.
ერთი ქვეყანა დამისახელეთ, სადაც ერთი წლის განმავლობაში ყოველ დღე, 50 კაცი კეტავს დედაქალაქის [ცენტრალურ გამზირს]. ჟურნალისტმა რომ ეს გააკეთოს ნებისმიერ დედაქალაქში, რა თქმა უნდა, გაუშვებენ ციხეში. დედაქალაქის ცენტრალური გამზირი რომ გადაკეტოს ნებისმიერმა ჟურნალისტმა ნებისმიერ ევროპულ დედაქალაქში, რა თქმა უნდა, იგივე ზომებით დაუპირისპირდებიან. ერთი ქვეყანა დამისახელეთ, სადაც 50 კაცი, ერთი წლის განმავლობაში, კეტავს დედაქალაქის ცენტრალურ გამზირს. ყველაფერზე არის პასუხი გაცემული.
[ვახო სანაია და ქეთა ციცქიშვილი] როგორც პარტაქტივი მივიდნენ და გადაკეტეს ქუჩა. რა თქმა უნდა, პარტიულები არიან, ახლა გაიგეთ? პარტაქტივი არიან, „ფორმულა“ მთლიანად პარტაქტივია“, – განაცხადა ირაკლი მ.
მან ასევე უპასუხა შეკითხვას, რეჟისორ გიორგი თავართქილაძესთან დაკავშირებით, რომელმაც განაცხადა, რომ გზას კეტავდა და ამ მიზეზით, პასუხისმგებლობის მიზნით პოლიციის განყოფილებაში საკუთარი ნებით მივიდა.
„შეიძლება მტკიცებულება არ იყო. იურიდიული სტანდარტია, რომ მტკიცებულებაა საჭირო გზის გადაკეტვის. მარტო ნათქვამი არ არის საკმარისი. მტკიცებულებაა საჭირო, რომ [გზა] გადაკეტა, სხვა შემთხვევაში, სასამართლოც არ მიიღებს წარმოებაში. რადგან მტკიცებულება არ არსებობდა, როგორც ჩანს, ეს გადაწყვეტილება არ მიიღეს. მტკიცებულება სადაც არის, ყველგან შეეფარდებათ ადმინისტრაციული პატიმრობა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ