ირაკლი კობახიძე ვაშაძეს – თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა 2030 წლის ჩათვლით, დავეწევით ევროკავშირის წევრ არაერთ ქვეყანას, ეს ტემპი თუ არ მოგწონთ, მაშინ, რა მოგწონთ, არ ვიცი

თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა 2030 წლის ჩათვლით, ჩვენ პირდაპირ დავეწევით ევროკავშირის წვერ არაერთ ქვეყანას, – ასე უპასუხა პრემიერ- მინისტრობის კანდიდატმა, მ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს, ს ეკონომიკის ზრდის ტემპთან დაკავშირებულ კითხვაზე.
როგორც მან საპარლამენტო ოპოზიციის ფორმატში მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვისას განმარტა, როდესაც ის ციფრებზე და სხვადასხვა ეკონომიკურ მაჩენებლებზე საუბრობს, ეს ციფრები სწორედ ადამიანებს ეხება და მთავარი საზომი სწორედ ეკონომიკის ზრდის ტემპია.
„მე საუბარი მქონდა ციფრებზე, რომელიც ეხება ადამიანებს. როცა საუბარია ხელფასზე, ეს ადამიანის ხელფასია. როცა საუბარია დასაქმებაზე, ეს არის ადამიანის დასაქმება. როცა საუბარია სიღარიბის დაძლევაზე, საუბარია ადამიანის სიღარიბის დაძლევაზე. როცა 200 ათასის ნაცვლად, 600 ათას ავტომობილზეა საუბარი, ეს არის ადამიანის საკუთრებაში არსებული ავტომობილები. როცა საუბარია იმაზე, რომ ძალიან ბევრი კორპუსი და ბინა აშენდა და 90%-ზე მეტი საქართველოს მოქალაქეებმა იყიდეს.
რაც შეეხება ტემპის შენარჩუნებას, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მთავარი და ყველაფრის საზომი არის ეკონომიკა. როცა საუბარია ტემპზე, აქაც ყველაფრის საზომი არის ეკონომიკის ზრდის ტემპი. ბოლო 3 წლის განმავლობაში ორნიშნა ზრდა იყო. შვიდი პროცენტი იყო შარშან ზრდა და წელსაც გვაქვს ძალიან კარგი პროგნოზი, წესით არ უნდა ჩამოვრჩეთ შარშანდელ მაჩვენებელს. თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა 2030 წლის ჩათვლით, ჩვენ პირდაპირ დავეწევით ევროკავშირის წვერ არაერთ ქვეყანას. ამაზეა საუბარი და ეს ტემპი თუ არ მოგწონთ, მაშინ რა მოგწონთ, არ ვიცი“, – განაცხადა ირაკლი მ.
ცნობისთვის, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ როდესაც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი საუბრობს, რომ „ტემპი უნდა შენარჩუნდეს“, ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში რაც ხდება ყველაფრით კმაყოფილია. მისივე თქმით, ირაკლი კობახიძემ არაერთხელ თქვა, რომ ყველაფერი ციფრებია, თუმცა „ყველაფერი არის ადამიანები და არა ციფრები”. ვაშაძემ კრიტიკა გამოთქვა ირაკლი კობახიძის ეკონომიკურ ხედვაზე და თქვა, რომ დღევანდელი ტემპის შენარჩუნებით, საქართველო უმუშევრობას ვერასდროს, უკეთეს შემთხვევაში კი 2052 წელს დაამარცხებს.

ასევე დაგაინტერესებთ