ირაკლი – ექსტრემიზმს ღიად აფარებდნენ ხელს საერთაშორისო სუბიექტები, მათ შორის, კონკრეტული ევროპული პარტიები, ახლა გადავიდნენ უკვე ექსტრემიზმიდან ტერორიზმის მხარდაჭერაზე, რაც აჩვენებს მათ სახეს

ექსტრემიზმს ღიად აფარებდნენ ხელს კონკრეტული საერთაშორისო სუბიექტები, მათ შორის, კონკრეტული ევროპული პარტიები, ახლა გადავიდნენ უკვე ექსტრემიზმიდან ტერორიზმის მხარდაჭერაზე, რაც აჩვენებს მათ სახეს – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას: „თუ რატომ დუმს „ალდე“ ს ქმედებასთან დაკავშირებით?“
„ჩვენ ვხედავდით, რომ ექსტრემიზმს ღიად აფარებდნენ ხელს კონკრეტული საერთაშორისო სუბიექტები, მათ შორის, კონკრეტული ევროპული პარტიები. ახლა გადავიდნენ უკვე ექსტრემიზმიდან ტერორიზმის მხარდაჭერაზე, რაც აჩვენებს მათ სახეს და მათ ე.წ. ღირებულებებს. ეს არის მოვლენათა ძალიან ტრაგიკული განვითარება, რასაც ჩვენ ვხედავთ ევროპულ ბიუროკრატიაში, ევროპულ პოლიტიკაში. იმედი გვაქვს, რომ ეს ტენდენციები შეიცვლება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნოდარ ხარშილაძე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ „ქართული ოცნების“ წევრების განცხადებებზე – რამდენიც არ უნდა უხაროდეთ და გიორგი გახარიას აბრალონ, მაშინ ხელისუფლებაში მათი პარტია იყო

4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული 15 პირის საქმის პროკურორი არ გამორიცხავს, რომ თუ ბრალდებულები აღიარებენ დანაშაულს და მტკიცებულებებს უდავოდ ცნობენ, შესაძლოა, საპროცესო შეთანხმება გაფორმდეს