ირაკლი კობახიძე – ეტაპობრივად გაიზრდება ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დაფინანსება

ჯანდაცვა არის უმნიშვნელოვანესი სფერო ჩვენი ქვეყნისთვის და მოსახლეობისთვის. ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევაა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა და ბუნებრივია გაგრძელდება მოსახლეობის უნივერსალური მოცვა ამ პროგრამით. ამასთან ეტაპობრივად გაიზრდება ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დაფინანსება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მ ოპოზიციასთან შეხვედრაზე განაცხადა.
კობახიძის თქმით, უზრუნველყოფილი იქნება ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული სტრატეგიის ამოცანების შესრულება.
„გაგრძელდება მიზნობრივი ჯგუფების სასიცოცხლოდ მნიშვნელობის მედიკამენტებით უზრუნველყოფა. გაგრძელდება ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა. ქვეყანაში დაინერგება ონკოლოგიური დაავადებების მართვის უახლესი მეთოდები ქართველი და უცხოელი ექიმების თანამშრომლობით. გაგრძელდება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული პრიორიტეტული სტაციონარული დაწესებულებების და სოფლად ამბულატორიების მშენებლობა, რეაბილიტაცია, აღჭურვა და ასევე ყურადღება დაეთმობა პირველადი ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებას“, – აღნიშნა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

ტატა ხვედელიანი – ჩვენმა პოლიტიკურმა ძალამ სალომე ზურაბიშვილს და პარტიებს გააცნო ხედვები მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით – როგორ უნდა მივიდეთ არჩევნებამდე, როგორ უნდა მოხდეს საარჩევნო ადმინისტრაციის ფორმირება

ეკა გიგაური – ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის მისიის წარმომადგენლების მხრიდან გამოითქვა მოსაზრება, რომ შეხვდებიან კონკრეტულ ადამიანებს, რომლებიც პინასწარ პატიმრობაში არიან