ირაკლი კობახიძე – ეს არჩევნები არის რეფერენდუმი, სადაც წყდება ომისა და მშვიდობის ბედი, პროპაგანდისა და ტრადიციული ფასეულობების ბედი, სადაც სასწორზე დევს ასეთი პრინციპული საკითხები, აქედან გამომდინარე, საზოგადოებისთვის არჩევანი მარტივია

ჩვენი კამპანიის ფარგლებში ვისაუბრებთ იმ მიღწევებზე, რომლებიც აქვს ჩვენს ქვეყანას გასული 12 წლის განმავლობაში და ასევე გვექნება საუბარი კონკრეტულ სამომავლო დაპირებებზე, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა მ მცხეთაში ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, შეხვედრები მთელი ქვეყნის მასშტაბით მასშტაბით გაიმართება და თბილისში ცენტრალური შეკრებით დაგვირგვინდება.
„დღეს დავიწყეთ რეგიონული შეხვედრები საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მცხეთაში, საქართველოს ისტორიულ დედაქალაქში, რასაც ჰქონდა ძალიან მნიშვნელოვანი სიმბოლური დატვირთვა. რა თქმა უნდა, ასეთი შეხვედრები გაგრძელდება მთელი ქვეყნის მასშტაბით, რაც დაგვირგვინდება თბილისში ცენტრალური შეკრებით. ჩვენი კამპანიის ფარგლებში ვისაუბრებთ იმ მიღწევებზე, რომლებიც აქვს ჩვენს ქვეყანას გასული 12 წლის განმავლობაში და ასევე გვექნება საუბარი კონკრეტულ სამომავლო დაპირებებზე. ეს არის უპრეცედენტოდ პრინციპული არჩევნები და 2012 წლის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ ორი არჩევნები იყო ერთმანეთზე პრინციპული, 2012 წლის შემდეგ მაინც ასეთი პრინციპული არჩევნები ჩვენ არ გვქონია. ეს არის, თავისუფლად შეიძლება ითქვას, რეფერენდუმი, სადაც წყდება ომისა და მშვიდობის ბედი, სადაც წყდება პროპაგანდისა და ტრადიციული ფასეულობების ბედი, სადაც სასწორზე დევს ასეთი პრინციპული საკითხები. აქედან გამომდინარე, საზოგადოებისთვის არჩევანი არის მარტივი. რა თქმა უნდა, არჩევანი უნდა გაკეთდეს მშვიდობის სასარგებლოდ, ქრისტიანული ფასეულობების სასარგებლოდ და საქართველოს ნათელი ევროპული მომავლის სასარგებლოდ“, – განაცხადა ირაკლი მ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ქობულია – გახარია სამი თვის წინ დამიკავშირდა და მოლაპარაკებები დავიწყეთ, საარჩევნო სიაში მეორე ან მესამე უნდა ვყოფილიყავი, ჩვენს შორის ნდობა არ შედგა, თემა დახურულია – გუშინ რა სიაც იყო 15-კაციანი, დღეს ვნახე, რომ სულ სხვა იყო