ღრმა მწუხარებას გამოვხატავ უდიდესი ქართველი კინორეჟისორის, ელდარ შენგელაიას გარდაცვალების გამო. ელდარ შენგელაიას სახით, ჩვენმა ქვეყანამ დაკარგა გენიალური რეჟისორი,- ამის შესახებ პრემიერი, ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც პრემიერი აღნიშნავს, ელდარ შენგელაიამ ქართულ კულტურაში უდიდესი კვალი დატოვა.
„ღრმა მწუხარებას გამოვხატავ უდიდესი ქართველი კინორეჟისორის, ელდარ შენგელაიას გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებ ოჯახს, მის ახლობლებს და მთელ საქართველოს.
ელდარ შენგელაიას სახით, ჩვენმა ქვეყანამ დაკარგა გენიალური რეჟისორი, რომლის ლეგენდარულმა ფილმებმა: „არაჩვეულებრივი გამოფენა“, „შერეკილები“, „ცისფერი მთები“ და ა.შ. არა მხოლოდ კინემატოგრაფიაში, არამედ, ზოგადად, ქართულ კულტურაში უდიდესი კვალი დატოვა.
როგორც ელდარ შენგელაიას გასაოცარი და ყველასთვის საყვარელი ფილმები, ისე ხსოვნა ლეგენდარულ ქართველ კინორეჟისორზე სამუდამოდ დარჩება ჩვენი ხალხის გულებსა და ქვეყნის ისტორიაში“,- წერს პრემიერი.
ცნობისთვის, ქართველი კინორეჟისორი ელდარ შენგელაია 92 წლის ასაკში გარდაიცვალა.




