ირაკლი კობახიძე ევროსაბჭოს კონგრესის ბიუროს განცხადებაზე – უკრაინიზაციას გვაგონებს, უკრაინაში არ ტარდება არჩევნები – ჩვენ ამ ყველაფერს ვერ დავუშვებთ

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, მერები, საკრებულოები არის 4 წლის ვადით არჩეული და ბუნებრივია, 4 წლის თავზე სჭირდება ამ ვადას განახლება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჟურნალისტებს განუცხადა.
ჟურნალისტის კითხვას ევროსაბჭოს კონგრესის განცხადებაზე, რომელიც ხელისუფლებას მიმდინარე წლის თვითმმართველობის ს გადადებისკენ მოუწოდებს, პრემიერმა უპასუხა, რომ საქართველოში ყველამ უნდა სცეს პატივი კონსტიტუციას.
„ესეც უკრაინიზაციას გვაგონებს. ში არ ტარდება არჩევნები, მიუხედავად იმისა, რომ მანდატი უკვე ამოწურული აქვთ კონკრეტულ საჯარო ორგანოებს. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს ვერ დავუშვებთ. საქართველოში ყველამ უნდა სცეს პატივი კონსტიტუციას, კანონმდებლობას. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, მერები, საკრებულოები არის 4 წლის ვადით არჩეული და ბუნებრივია, 4 წლის თავზე სჭირდება ამ ვადას განახლება”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
ცნობისთვის, ევროპის საბჭოს კონგრესის ბიურო განცხადებას ავრცელებს და საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, „ეროვნულ დონეზე თავისუფალ და სამართლიან განმეორებით არჩევნებს გზა გაუხსნას“. ბიუროს აზრით, “პოლიტიკური გარემოს არსებითი ცვლილების გარეშე, ადგილობრივი არჩევნები უნდა გადაიდოს“.

ასევე დაგაინტერესებთ

რევაზ კიკნაძე – სამი დღე-ღამე ვიყავი კარცერში – ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ჩამიყვანეს, თვითონ გადაამეტეს და მე ჩამიყვანეს კიდევ, ამათმა კარცერში კი არა, კუბოში რომ ჩამიყვანონ, ჩემზე თავისუფლები ვერ იქნებიან

ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირის დაკავებაზე შსს განცხადებას ავრცელებს – უწყების ინფორმაციით, მას ბრალად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ გასაღება ედება