ირაკლი კობახიძე ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს კიდევ ერთხელ ხვდება

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი საქართველოში ვიზიტით მყოფ ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს, ალენ ბერსეს, კიდევ ერთხელ ხვდება. მთავრობის ადმინისტრაციაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ შეხვედრა ამ წუთებში იმართება.
ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსე საქართველოში 18 დეკემბერს ჩამოვიდა. კობახიძისა და ბერსეს პირველი შეხვედრა 18 დეკემბერს გაიმართა. იმავე დღეს შეხვდა ის „ქართული ოცნების“ დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს.
19 დეკემბერს კი ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ბარიერგადალახული 3 ოპოზიციური პარტიის ლიდერებთან გაიმართა შეხვედრა. მასთან შეხვედრაზე უარი თქვა „კოალიციამ ცვლილებისთვის“.
ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსე საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
ევროსაბჭო ხაზს უსვამს, რომ ვიზიტის ფონია ძლიერი დაძაბულობა, პოლიტიკური დებატების უკიდურესი პოლარიზაცია და ბოლო კვირებში მომხდარი ძალადობის აქტები.
ვიზიტის წინ გენერალური მდივანი მიესალმა პატიმრობიდან ოპოზიციის წარმომადგენლების, ალექსანდრე ელისაშვილის და ს გათავისუფლებას.
საქართველოში არსებულ დაძაბულ და შეშფოთების გამომწვევ ვითარებაში ევროპის საბჭო ყველა მხარეს მოუწოდებს, თავიდან აიცილონ ნებისმიერი ესკალაცია, ხოლო ხელისუფლებას – თავი შეიკავოს ძალის არაპროპორციული გამოყენებისგან და პატივი სცეს გამოხატვის და შეკრების თავისუფლებას.
საქართველოში საპროტესტო გამოსვლები 28 ნოემბრიდან დაიწყო მას შემდეგ, რაც მთავრობამ გამოაცხადა გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში აღარ დააყენოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. საპოლიციო ძალებმა სპეცსაშუალებების გამოყენებით აქციები არაერთხელ დაშალეს და 400-ზე მეტი პირი დააკავეს.
-ს თანახმად, ძალა და სპეცსაშუალებები დემონსტრანტების ძალადობის პასუხად გამოიყენა. თუმცა სამართალდამცავების მხრიდან ძალადობა განხორციელდა აქციის მშვიდობიანი მონაწილეების წინააღმდეგაც. დაშავდა მედიის არაერთი წარმომადგენელიც.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მამულაშვილი – სლოვაკეთის პრემიერი რუსულ ტრადიციას გაჰყვა, დამნაშავეები „ქართულ ლეგიონში“ ნახა – არ არის გამორიცხული „ოცნებამ“ ბრალდებები წამიყენოს, რადგან საქართველოსა და სლოვაკეთისთვის სცენარი კრემლში იწერება

სალომე ზურაბიშვილი – მცდარი დაშვებაა, თითქოს შეიძლება რეჟიმის იზოლაციის გადაწყვეტილების აღკვეთა არალეგიტიმურ მმართველებთან საკომუნიკაციო გზების შენარჩუნებით – ერთადერთი გზა სახალხო პროტესტის მხარდაჭერა და არჩევნებისკენ მოწოდებაა