ირაკლი კობახიძე ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს ალენ ბერსეს მეორედ ხვდება

პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს, ალენ ბერსეს, ვიზიტის ფარგლებში, მეორედ ხვდება.
შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში მიმდინარეობს.
ალენ ბერსე პრემიერთან შესახვედრად ადმინისტრაციის შენობაში, რამდენიმე წუთის წინ მივიდა.
ცნობისთვის,საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ალენ ბერსემ პირველი შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან 18 დეკემბერს გამართა. გარდა ამისა, ის შეხვდა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს. ასევე, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებს, აქციაზე დაშავებულ ჟურნალისტებსა და დემონსტრანტებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სუთიძე: საქართველოს საპატრიარქოში ვისაც თავი აქვს და არა კისრის გაგრძელება, უნდა ესმოდეს, რომ როგორიც უნდა იყოს ახლა სახელისუფლებო პროპაგანდის წნეხი, ნებისმიერი სანქცია, რომელსაც გამოიყენებთ არქიმანდრიტი დოროთესა თუ სხვების მიმართ, იქნება დამანგრეველი თქვენი რეპუტაციისთვის