ირაკლი კობახიძე – ევროპული ოჯახის წევრობა წარმოადგენს საქართველოს და ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანს – ჩვენ საქართველოს საგარეო პოლიტიკის ამ უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტის ერთგული ვართ

ევროპული ოჯახის წევრობა წარმოადგენს საქართველოს და ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ “ევრონიუსისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ევროპა ბუნებრივი არჩევანია საქართველოსა და ქართველებისთვის.
„ევროპული ოჯახის წევრობა წარმოადგენს საქართველოს და ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანს. მოგეხსენებათ, ჩვენ ვართ ქრისტიანი ერი, ხოლო ევროპა ყოველთვის იყო ასოცირებული ქრისტიანობასთან. საქართველოსთვის ევროპა ყოველთვის იცავდა, უფრთხილდებოდა ქრისტიანობას. სწორედ ამიტომაცაა ევროპა ბუნებრივი არჩევანი საქართველოსა და ქართველებისთვის და სწორედ ესაა ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მიზეზი, თუ რატომ გვინდა, გავხდეთ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი. ევროპის წევრობა ასევე ნიშნავს კეთილდღეობის მაღალ დონეს, რაც ქართველებისთვის განვითარების ტოლფასია. ამიტომაც ჩვენ საქართველოს საგარეო პოლიტიკის ამ უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტის ერთგული ვართ“, – განაცხადა პრემიერმა.
პრემიერ-მინისტრთან ინტერვიუს სატელევიზიო ვერსია Euronews-ის ეთერში დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე გავა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი წერეთელი – უვიზო მიმოსვლის გაუქმება შეიძლება უახლოეს პერიოდში გადაწყვეტილების საკითხი იყოს ევროკავშირში – დისკუსია დაწყებულია და ამა თუ იმ შედეგით დასრულება, საქართველოში არსებულ ვითარებაზეა დამოკიდებული

მეუფე იაკობი – მინდა, ამ მონასტრის [ბოდბის] დედა და დები დავლოცო – ებრძვიან ხოლმე ლაჩრები, ხან ტელევიზია გამოვარდება, თუ მომხვდნენ ხელში, ვერ გადამირჩებიან, პატრონები ვერ უშველიან ჩემთან, ნახავენ უფლის ძალას