ირაკლი კობახიძე – ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოში მიმდინარე პროცესები, რეფორმები, ასევე ევროინტეგრაციისკენ მიმავალი გზა

ევროპის საბჭოს გენერალურ მდივან ალან ბერსესთან შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოში მიმდინარე პროცესები, რეფორმები, ასევე ევროინტეგრაციისკენ მიმავალი გზა, ხაზი გავუსვით ევროპის საბჭოს უმნიშვნელოვანეს როლს ამ ძალისხმევის მხარდაჭერაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელ X-ში წერს.
როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან პროდუქტიული შეხვედრა შედგა.
„მქონდა პროდუქტიული შეხვედრა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივან ალან ბერსესთან. განვიხილეთ საქართველოში მიმდინარე პროცესები, რეფორმები, ასევე ევროინტეგრაციისკენ მიმავალი გზა, ხაზი გავუსვით ევროპის საბჭოს უმნიშვნელოვანეს როლს ამ ძალისხმევის მხარდაჭერაში. გენერალურ მდივანს გულწრფელი მადლობა მოვახსენე მისი პირადი წვლილისთვის ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერებაში. დარწმუნებულნი ვართ, რომ მისი აქტიური მხარდაჭერა, რომელსაც ჩვენთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს, მომავალშიც გაგრძელდება”, – წერს პრემიერ-მინისტრი.