ირაკლი კობახიძე – ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან კონსტრუქციული დიალოგი შეეხო ამჟამინდელ გამოწვევებს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივან ალან ბერსესთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „X”-ში ეხმაურება.
როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, კონსტრუქციული დიალოგი შეეხო ამჟამინდელ გამოწვევებს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს.
„ევროპის პოლიტიკური გაერთიანების ფარგლებში მქონდა ალან ბერსესთან შეხვედრის პატივი. ჩვენი კონსტრუქციული დიალოგი შეეხო ამჟამინდელ გამოწვევებს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს. ჩვენთვის სასიხარულოა პარტნიორობის გაღრმავება ევროპის საბჭოსთან – წამყვან საერთაშორისო ორგანიზაციასთან, რომელიც ასრულებს არსებით როლს დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და კანონის უზენაესობის განმტკიცებაში ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ”, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურის ინფორმაციით, ძმებმა გიორგი და დავით მიქაძეებმა მკვლელობის ორგანიზება ლევან ჯანგველაძესთან დაპირისპირებაში მყოფ სხვა პირთა შეკვეთით დაგეგმეს – გამოძიება გრძელდება დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების დადგენის და გამოვლენის მიზნით