ირაკლი კობახიძე – ევროპელი პარტნიორები არ მიესალმებიან ბოიკოტის გამოვლინებებს, რომლებიც კონკრეტული ოპოზიციონერი პარტიების მხრიდან განხორციელდა

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ევროპელი პარტნიორების მოწოდებაა, რომ ყველა პოლიტიკური პარტია და ორგანიზაცია სათანადოდ იყოს ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 9 პუნქტის შესრულების პროცესში ჩართული.
ირაკლი მ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე ბრიუსელში ვიზიტი შეაჯამა და განმარტა, რომ ევროპელი პარტნიორები არ მიესალმებიან ბოიკოტის გამოვლინებებს, რომლებიც კონკრეტული ოპოზიციონერი პარტიების მხრიდან განხორციელდა.
„ჩვენ ყველა თემასთან დაკავშირებით გვქონდა გულწრფელი საუბარი ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, შევეხეთ 9 პრიორიტეტს, თითოეულ პუნქტზე გვქონდა საუბარი, გავაცანით ჩვენი ხედვები ამასთან დაკავშირებით. ასევე გავაცანით ჩვენი ხედვები თავად პროცესთან დაკავშირებით, როგორ ვხედავთ ჩვენ ამ პროცესს. მათი მოწოდებაა, რომ ყველა მხარე, ყველა პოლიტიკური პარტია, ყველა შესაბამისი ორგანიზაცია იყოს სათანადოდ პროცესებში ჩართული. რა თქმა უნდა, ისინი ბოიკოტის გამოვლინებებს არ მიესალმებიან, რომლებიც ჩვენ კონკრეტული ოპოზიციონერი პარტიების მხრიდან ვხილეთ. ყველას პასუხისმგებლობაა, გააკეთოს მაქსიმუმი იმისთვის, რომ ჩვენ კიდევ უფრო წავიწიოთ წინ ევროინტეგრაციის გზაზე. ეს არის როგორც მმართველი პარტიის, ისე ოპოზიციური პარტიების და სხვადასხვა სუბიექტების პასუხისმგებლობა. ეს არის ჩვენი ევროპელი კოლეგების დამოკიდებულება და ბუნებრივია, ჩვენ სრულად ვიზიარებთ. ჩვენ საუბარი გვქონდა თითოეულ პუნქტზე, მათ შორის სასამართლოსთან დაკავშირებით“,-განაცხადა კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მაკკეინის ინსტიტუტი შეფასებას აქვეყნებს, სადაც სხვა საკითხებთან ერთად, „ქართული ოცნების“ ლიდერების სანქცირებასა და რამდენიმე ქართული NGO – ს მხრიდან ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მოთხოვნაზეა საუბარი