ირაკლი კობახიძე: ევროპა პანაცეა არ არის

“ევროპა პანაცეა არ არის” – ამის შესახებ “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრმა კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

კობახიძის თქმით, “დღეს ევროპაში 80 წლის წინანდელი, გებელსისეული პროპაგანდაა გაბატონებული”.

ევროპა როგორც ასეთი არ არის პანაცეა, ევროპა იყო ბატონი გებელსიც, რომელიც ასეთი ტიპის პროპაგანდით გამოირჩეოდა. მართლა გებელსისეული პროპაგანდის გაგრძელებაა ეს სამარცხვინო ტყუილები და განცხადებები, რასაც ჩვენ ვისმენთ ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან. გებელსიც ევროპაც იყო, როცა 40-იან წლებში მოღვაწეობდა ევროპის ყველაზე ძლიერ სახელმწიფოში და არ შეიძლება გებელსისეული პროპაგანდა დაბრუნდეს ევროპაში 40-იანი წლებიდან 80 წლის თავზე”, განსცხადა მ. 

ცოტა რამ გებესლსის შესახებ:

პაულ იოზეფ გებელსი იყო ჰიტლერის ერთ-ერთი უახლოესი თანამებრძოლი და გერმანული რაიხის სახალხო განათლების და პროპაგანდის რაიხსმინისტრი. ასევე, 1933-1945 წლებში ეკავა უამრავი პარტიული და სახელმწიფო თანამდებობა.

მესამე რაიხის პერიოდში იოზეფ გებელსი ამბობდა, რომ „თ ე თ რ ი“, ნამდვილი ინფორმაციის გარდა, აუცილებელია „ნ ა ც რ ი ს ფ ე რ ი “, ანუ ნახევრად სიმართლის და „შ ა ვ ი ” – აშკარა სიცრუის ნაზავი.

– ,ჩვენ არ ვცდილობთ ჭეშმარიტების მიღწევას, არამედ ჩვენი მიზანია ეფექტის მიღება, ნებისმიერი გზით და მეთოდით. უფრო მეტიც, რაც უფრო ამაზრზენია ტყუილი, მით უფრო გულით სჯერათ ადამიანებს და უფრო სწრაფად ვრცელდება ის.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: თინა ბოკუჩავა თუ გმობს, რა გაუჭირდა სახელმწიფო დეპარტამენტს, რომ დაგმოს ხელისუფლების დამხობის მცდელობა, ან ევროკავშირს რა გაუჭირდა, რომ დაგმოს ხელისუფლების დამხობის მცდელობა?!

მოძრაობა “რუსეთის ვეტერანების” თავჯდომარემ დუმაში შეიტანა ინივიატივა, რომ “სპეციალური სამხედრო ოპერაციის” მიმდინარეობის პროცესში რუსების მოგზაურობა NATO-ს ქვეყნებში შეიზღუდოს ან სრულად აიკრძალოს