ირაკლი კობახიძე – ევროპარლამენტის მიერ საქართველოს საკითხზე ოფიციალურად დანიშნული ქალბატონი იუკნევიჩიანე პირდაპირ მხარდაჭერას უცხადებდა დამხობის აქციას – ნათელია, რა უბედურებაშია დღეს ევროპული ბიუროკრატია

არის ევროპარლამენტის მიერ ოფიციალურად დანიშნული პირი საქართველოს საკითხებზე მომხსენებლად, ქალბატონი იუკნევიჩიანე და ის პირდაპირ ოპერატიულ მხარდაჭერას უცხადებდა დამხობის აქციას – ნათელია, რა უბედურებაშია დღეს ევროპული ბიუროკრატია, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი მ განაცხადა.
მისი თქმით, ამას ქართული საზოგადოება ხედავს, რის წინააღმდეგაც მილიონ ასი ათასზე მეტი ამომრჩეველი გამოვიდა.
„არის კონკრეტული ერთობლიობა ევროპარლამენტარებისა, რომლებიც არიან უცხოელი აგენტები – რასაც დაავალებენ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, იმას უპირობოდ ასრულებენ. არის ცნობილი სახელები და გვარები, რომლებსაც ეს სცენარი მიჰყავთ ევროპარლამენტში და ისინი აკეთებენ ხოლმე ასეთ განცხადებებს. კიდევ ერთხელ გავიხსენებ, რომ არის ევროპარლამენტის მიერ ოფიციალურად დანიშნული პირი საქართველოს საკითხებზე მომხსენებლად, ქალბატონი იუკნევიჩიანე და ის პირდაპირ ოპერატიულ მხარდაჭერას უცხადებდა დამხობის აქციას. შეგიძლიათ ამოიღოთ, წუთობრივად, როდის, რა განცხადებებს აკეთებდა და როგორ უჭერდა მხარს გულმხურვალედ, მათ შორის დამხობის აქციას. ასეთი ადამიანი არის დანიშნული ევროპარლამენტის ოფიციალურ მომხსენებლად საქართველოს საკითხებზე. ყველაფერი ნათელია, რა უბედურებაშია დღეს ევროპული ბიუროკრატია, ამას ქართული საზოგადოება ხედავს და მათ შორის, ამის წინააღმდეგაც გამოვიდა მილიონ ასი ათასზე მეტი ამომრჩეველი, ხმა აიმაღლა სწორედ ასეთი სამარცხვინო ქმედებების მიმართ, როდესაც მილიონ ასი ათასზე მეტმა ამომრჩეველმა 4 ოქტომბერს, არჩევნებზე მხარი „ქართულ ოცნებას“ დაუჭირა“, – განაცხადა მ.
ცნობისთვის, ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე მომხსენებელი, ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე აცხადებს, რომ შეიძლება საქართველოს კანდიდატის სტატუსის „კითხვის ქვეშ დაყენების დრო დადგეს“. ამის შესახებ ევროპარლამენტარმა პლატფორმა X-ზე გაფართოების საკითხებში ევროკომისართან მარტა კოსთან შეხვედრის შემდეგ დაწერა.„გადავხედავთ უვიზო მიმოსვლას, ვიბრძოლებთ დეზინფორმაციასთან და მხარს დავუჭერთ სამოქალაქო საზოგადოებას. სამწუხაროდ, შეიძლება საქართველოს კანდიდატის სტატუსის კითხვის ქვეშ დაყენების დრო დადგეს”, – წერს ევროპარლამენტარი.