ირაკლი კობახიძე – ევროკავშირში, ახალგაზრდებში, 20%-ს გადააჭარბა ერთნაირსქესიანთა წყვილების რაოდენობამ – ევროპის ქვეყნები ვერ ან არ იცავენ საკუთარ მოსახლეობას ბიუროკრატიისგან და უნდათ, ეს ყველაფერი გადმოიტანონ საქართველოზეც, რისკები სერიოზულია

სტატისტიკა შემაშფოთებელია: ევროკავშირში ახალგაზრდა თაობაში უკვე 20%-ს გადააჭარბა ერთნაირსქესიანთა წყვილების რაოდენობამ. ეს არის პროპაგანდის შედეგი. ჩვენ ქართულ საზოგადოებას ვიცავთ ამ პროპაგანდისგან,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ განაცხადა, რითაც სოციალურ ქსელში შვედეთის პრემიერ-მინისტრის, ულფ კრისტერსონის მიერ გავრცელებულ პოსტს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ევროინტეგრაციის ფარგლებში მ უნდა დაარეგულიროს ერთნაირსქესიანი პარტნიორობა და ლგბტ საზოგადოების სრული სამართლებრივი დაცვა უზრუნველყოს.
მ აღნიშნა, რომ ევროკავშირში აღარ დარჩა თითქმის არცერთი ქვეყანა, სადაც ეს ყველაფერი უკვე დანერგილი არ არის და ეს ევროპული ბიუროკრატიის დაჟინებული მოთხოვნით ხდება.
„ხედავთ რა ტენდენციებია მთელი ევროპის მასშტაბით ერთნაირსქესიანთა ქორწინებასთან, სქესის შეცვლასთან და მათ მიერ შვილების აყვანასთან დაკავშირებით. ყველა მიმართულებით არის კატასტროფული ვითარება. აღარ დარჩა თითქმის ევროკავშირის არცერთი ქვეყანა, სადაც ეს ყველაფერი უკვე დანერგილი არ არის. ეს ყველაფერი ევროპული ბიუროკრატიის დაჟინებული მოთხოვნით ხდება. კონკრეტულ ძალებს, რომლებსაც ჩვენ ვუწოდებთ „გლობალური ომის პარტიას“ და ამერიკელები უწოდებენ „დიფ სთეითს“, სურს, რომ მთლიანად დააკარგვინოს ევროპას საკუთარი იდენტობა.
სტატისტიკა შემაშფოთებელია. ახალგაზრდა თაობაში უკვე 20%-ს გადააჭარბა ერთნაირსქესიანთა წყვილების რაოდენობამ. ეს არის პროპაგანდის შედეგი. ჩვენ ქართულ საზოგადოებას ვიცავთ ამ პროპაგანდისგან. რაც შვედეთის პრემიერმა თქვა, ნიშნავს, რომ ევროპის ქვეყნები ვერ ან არ იცავენ საკუთარ მოსახლეობას ბიუროკრატიისგან და უნდათ ეს ყველაფერი გადმოიტანონ საქართველოზეც. რისკები სერიოზულია“, – განაცხადა მან.
ცნობისთვის, შვედეთის პრემიერ-მინისტრმა ულფ კრისტერსონმა გუშინ სოციალურ ქსელში შემდეგი პოსტი გამოაქვეყნა:
„დღეს საგერსკაში უკრაინელი LGBTQI ვეტერანები მივიღე. როდესაც ისინი ფრონტის ხაზზე სიცოცხლეს რისკავენ და სხვა გზებით მონაწილეობენ წინააღმდეგობაში, ისინი უკრაინის დაცვას ეხმარებიან. თუმცა, ისინი ასევე იმ ლიბერალური ღირებულებების ცოცხალი გამოხატულება არიან, რომელთათვისაც უკრაინა იბრძვის.
დღეს, ერთსქესიან წყვილებს უკრაინაში არ შეუძლიათ ქორწინება ან რეგისტრირებული პარტნიორობა. ყველა უმცირესობის, მათ შორის LGBTQI თემის, უფლებების სრული სამართლებრივი დაცვა ჩვენთვის უკრაინის ევროკავშირთან მიდგომის მნიშვნელოვანი ნაწილია და ჩვენ მხარს ვუჭერთ. როგორც უკრაინის ძლიერი მხარდამჭერი, შვედეთი ყურადღებით დააკვირდება ამ ყველაფრის შესრულებას.“- დაწერა მან.