ირაკლი – ევროკავშირის საელჩოს მიერ კონკრეტული კრიმინალის წერილზე პასუხი არავითარი დიპლომატიური პრაქტიკა არ არის, პირიქით, ეს არის არადიპლომატიური, არადემოკრატიული პრაქტიკა

ევროკავშირის საელჩოს მიერ კონკრეტული კრიმინალის წერილზე პასუხი არავითარი დიპლომატიური პრაქტიკა არ არის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, უმაღლესი თანამდებობის პირები ხშირად სთხოვენ ხოლმე ევროკავშირის წარმომადგენლებს საკუთარი პოზიცია გამოხატონ ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, „აქაც კი ისინი ერიდებიან საკუთარი პოზიციის გამოხატვას, როცა საქმე ეხება რეალურად ქართველი ხალხის მხარდაჭერას“.
„ამ დროს ისინი კონკრეტული კრიმინალის წერილს პასუხობენ, ეს არავითარი დიპლომატიური პრაქტიკა არ არის, პირიქით, ეს არის არადიპლომატიური, არადემოკრატიული პრაქტიკა“, -განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)