ირაკლი კობახიძე – ევროინტეგრაციის გზაზე გვქონდა ოთხი მთავარი კონკრეტული შედეგი და ოთხივე შედეგი ქვეყანამ სწორედ „ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში მიიღო

ჩვენ თანმიმდევრულად განვაგრძობთ წინსვლას ევროინტეგრაციის მიმართულებით და დარწმუნებული ვარ, რომ 2030 წლისთვის საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
პრემიერის თქმით, ყველაზე მეტად კანდიდატ ქვეყნებს შორის ევროკავშირში ინტეგრაციისთვის 2030 წელს სწორედ საქართველო იქნება მზად.
„ჩვენ ევროინტეგრაციის გზაზე გვქონდა ოთხი მთავარი კონკრეტული შედეგი და ოთხივე შედეგი ქვეყანამ მიიღო სწორედ „ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში. მიუხედავად იმისა, რომ ეს გზა იყო ძალიან რთული, უამრავი სირთულით აღსავსე, ჩვენ მოვახერხეთ და გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები ევროინტეგრაციის გზაზე. ეს არის ძალიან კონკრეტული და ხელშესახები ნაბიჯები”, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება

ნიკა გვარამია – თბილისი იქნება ევროპის დედაქალაქი, წარმატებული, გაღიმებული და ბედნიერი ხალხის ქალაქი – ამ ქვეყანაში არ იქნება ომი არასდროს, ეს ქვეყანა ყოველთვის იბრძოლებს ევროპისთვის