ირაკლი კობახიძე დღეს ბერლინში უკრაინის აღდგენის კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი გერმანიაში. ირაკლი დღეს, ბერლინში, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს უკრაინის აღდგენის კონფერენციაში. ღონისძიების მთავარი მიზანია, უკრაინის აღდგენის, რეკონსტრუქციის, რეფორმებისა და მოდერნიზაციისთვის საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზება.
მთავრობის მეთაური ბერლინში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში არიან საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.
მმართველი გუნდისთვის აღნიშნულ კონფერენციაში საქართველოს ჩართულობა, უკრაინისადმი აქამდე მრავალჯერ გამოხატული გვერდში დგომის მორიგი დადასტურებაა.

ასევე დაგაინტერესებთ