ირაკლი კობახიძე – დღესაც, დარწმუნებულები ვართ, რომ მომიტინგეები აუცილებლად გადავლენ ძალადობაზე – ამისთვის 300-კაციანი საგანგებო ძალადობრივი ჯგუფი ჰყავთ

დღესაც, დარწმუნებულები ვართ, რომ მომიტინგეები აუცილებლად გადავლენ ძალადობაზე – ამისთვის 300-კაციანი საგანგებო ძალადობრივი ჯგუფი ჰყავთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, გუშინდელ აქციაზე 00:00 საათზე სპეცრაზმს ტერიტორია უნდა დაეტოვებინა და ეზოში უნდა გადასულიყო, თუმცა 23 საათსა და 20 წუთზე „რადიკალურმა ახალგაზრდულმა დაჯგუფებებმა მიიღეს დავალება“, რომ პოლიციას დაპირისპირებოდნენ.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს ჰქონდა უფლება ის ტერიტორია გაეწმინდა. ამ დროს ძალა გამოიყენეს, რაც პროპორციული იყო. ამის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიკავა კონკრეტული პოზიციები ჭიშკრის ქვემოთ. ასეთი გეგმა იყო, რაზეც საუბარი მქონდა შს მინისტრთან, 23:00 საათზე. შინაგან საქმეთა მინისტრთან ერთად, შეთანხმებული ვიყავით, რომ 00:00 საათზე სპეცრაზმს ტერიტორია უნდა დაეტოვებინა და ეზოში უნდა გადასულიყო. ყველაფერი აბსოლუტურად მშვიდობიანად დასრულდებოდა. რა მოხდა? 23 საათსა და 20 წუთზე რადიკალურმა ახალგაზრდულმა დაჯგუფებებმა მიიღეს დავალება, რომ პოლიციისთვის მძიმე საგნები ესროლათ, შეურაცხყოფა მიეყენებინათ და ხელით გაეწიათ. ამის გამო გახდა საჭირო ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლის გამოყენება. ამან გამოიწვია, მთლიანობაში ვითარების ესკალაცია. ეს ფაქტებია. დღესაც, დარწმუნებულები ვართ, რომ მომიტინგეები აუცილებლად გადავლენ ძალადობაზე. ამისთვის 300 კაციანი საგანგებო ძალადობრივი ჯგუფი ჰყავთ. მათ არსებითად კეზერაშვილი აფინანსებს, ასევე, ხაზარაძეს ჰყავს პატარა დაჯგუფება. ზოგიერთები სხვა დაფინანსებას იღებენ, რაც აღნიშნული კანონის მიღების შემდეგ, გამჭვირვალე გახდება“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრის თქმით, სპეცრაზმელებისთვის თმენის ვალდებულების დაცვა რთულია, როდესაც მათ უპირისპირდებიან, ამიტომ აქციაზე რამდენიმე მძიმე შემთხვევა იყო, რომელთაგანაც ყველაზე სამწუხარო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ს ცემის ფაქტია.
კობახიძის განცხადებით, ლევან ხაბეიშვილის დაზიანებები ძალიან მძიმეა და შესწავლა სჭირდება.
„შუშის ბოთლებს და ქვებს როცა ესვრიან პოლიციელებს მასობრივად, მაშინ რა უნდა გააკეთოს სპეცრაზმმა? იყო რამდენიმე ძალიან რთული ინციდენტი, როდესაც სპეცრაზმელები მომიტინგეებს ფიზიკურად გაუსწორდნენ, მაგრამ მათთვის ძალიან რთულია მოთმენა, როდესაც სახეში აფურთხებენ. ძალიან ბევრმა გაუძლო, ასიდან ერთმა ვერ გაუძლო.
გუშინდელი ამბებიდან ყველაზე სამწუხარო ინციდენტი ხაბეიშვილის ამბავია. რა თქმა უნდა, დაზიანებები არის ძალიან მძიმე და მას ბუნებრივია, შესწავლა სჭირდება. მიუხედავად ამისა, რაც შეეხება შეკრების ძალადობრივ ხასიათს, ის ეჭვქვეშ ვერავითარ შემთხვევაში ეჭვქვეშ ვერ დადგება“, – აღნიშნა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”