ირაკლი კობახიძე – დღეისათვის, სამწუხაროდ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა არის ევროპარლამენტზე ბევრად უფრო სუსტი სტრუქტურაც კი – ჩვენთვის განსაკუთრებული დანაკლისი ვერ იქნება

დღეისათვის, სამწუხაროდ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა არის ევროპარლამენტზე ბევრად უფრო სუსტი სტრუქტურაც კი , – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ “ქართული ოცნების” მიერ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობის შეჩერების საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.
კობახიძის თქმით, PACE-ს მუშაობაში არმონაწილეობა მათთვის განსაკუთრებული დანაკლისი არ იქნება.
“რეალურად, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა წლიდან წლამდე კარგავდა საკუთარ დატვირთვას, საკუთარ ფუნქციას. ამას აკეთებდა საკუთარი ხელით და გუშინდელი გადაწყვეტილებაც არის ამის გაგრძელება. დღეისათვის, სამწუხაროდ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა არის ევროპარლამენტზე ბევრად უფრო სუსტი სტრუქტურაც კი.
ასეთ პირობებში ჩვენთვის რაიმე განსაკუთრებული დანაკლისი ვერ იქნება PACE-ს მუშაობაში არმონაწილეობა, თუმცა, რაც შეეხება ევროსაბჭოს, აქ, ბუნებრივია, ვრჩებით ჩვენ ევროსაბჭოს წევრად და თანამშრომლობა სხვადასხვა ფორმატში გაგრძელდება. მზად ვართ თანამშრომლობისთვის ევროსაბჭოსთან და ამას დავპირდით ჩვენ ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს, როცა ის ჩამობრძანებული იყო საქართველოში და რა თქმა უნდა, ვიმუშავებთ სხვადასხვა მიმართულებით“, – განაცხადა კობახიძემ.