ირაკლი კობახიძე – დღევანდელი საპარლამენტო უმრავლესობა არის გამორჩეული, ბევრი თვალსაზრისით, მათ შორის, ეს არის კომპეტენცია – მიმაჩნია, რომ ვისაც ექნება სურვილი, მოქმედი წევრებიდან, ყველა უნდა დარჩეს სიაში

დღევანდელი საპარლამენტო უმრავლესობა არის გამორჩეული ყველა წინა საპარლამენტო უმრავლესობისგან ბევრი თვალსაზრისით, მათ შორის, ეს არის კომპეტენცია. მე მიმაჩნია, რომ ვისაც ექნება სურვილი, მოქმედი საპარლამენტო უმრავლესობის წევრებიდან, ყველა უნდა დარჩეს ამ საპარლამენტო სიაში , – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, ეს არის პარტიის ყველა წევრის, ლიდერებისა და მათ შორის საპატიო თავმჯდომარის ს პოზიციაც.
„რაც შეეხება საპარლამენტო სიას, დღევანდელი საპარლამენტო უმრავლესობა არის გამორჩეული ყველა წინა საპარლამენტო უმრავლესობისგან ბევრი თვალსაზრისით, მათ შორის, ეს არის კომპეტენცია. მე მიმაჩნია, რომ ვისაც ექნება სურვილი, მოქმედი საპარლამენტო უმრავლესობის წევრებიდან, ყველა უნდა დარჩეს ამ საპარლამენტო სიაში. ეს არის გუნდის საერთო დამოკიდებულება, გუნდის თითოეული ლიდერის. აქ იგულისხმება, რა თქმა უნდა, საპატიო თავმჯდომარე, იგულისხმება პარტიის თავმჯდომარე, აქ იგულისხმება პოლიტსაბჭოს თითოეული წევრი – ეს არის გუნდის საერთო დამოკიდებულება გამომდინარე იქიდან, რომ დღევანდელი საპარლამენტო უმრავლესობა არის გამორჩეული გუნდი, ამ გუნდის თითოეულ წევრს თუ ექნება დარჩენის შესაძლებლობა, უნდა მიეცეს ამის საშუალება“, – განაცხადა მ.
ამასთან, კობახიძის განცხადებით, თავად სიის ფორმირებაზე და იმაზე თუ რომელი წევრი სიის რომელი ნომრით იქნება წარმოდგენილი, პოლიტსაბჭო დაადგენს და არა ბიძინა ივანიშვილი.
„ზოგადად ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამოკიდებულება არის ასეთი, რომ ყველა პრინციპული გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული კონსულტაციების საფუძველზე. მთელი ამ წლების განმავლობაში, 12 წლის განმავლობაში, სწორედ ამ პრინციპით მოქმედებდა ბიძინა ივანიშვილი. ჯერ არ დაწყებულა კონსულტაციები სიასთან დაკავშირებით. ჩვენთან სია განიხილება კოლეგიალურ რეჟიმში პოლიტსაბჭოს ფორმატში. აქედან გამომდინარე, ყველა უნდა დაელოდოს შესაბამის ფორმატში ამ საკითხის განხილვას და გადაწყვეტილებები მიიღება სწორედ პოლიტსაბჭოს ფორმატში. ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამოკიდებულება ასეთი პროცესების მიმართ არის სრულიად განსხვავებული მისი დამოკიდებულება არის ის, რომ ნებისმიერი პრინციპული გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული კოლეგიალურ რეჟიმში და ამისთვის არსებობს სათანადო ფორმატი, ეს არის პოლიტსაბჭოს ფორმატი. პოლიტსაბჭო იღებს საბოლოოდ გადაწყვეტილებას სიის ფორმირებასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, აქ არის ჩართული გუნდის ყველა ლიდერი, პირველ რიგში, პარტიის საპატიო თავმჯდომარე, შესაბამისად, ამ ფორმატში იქნება გადაწყვეტილება მიღებული“,- განაცხადა კობახიძემ.
კითხვაზე, ის თავად რომელი ნომრით იქნება სიაში წარმოდგენილი და იქნება თუ არა პარტიის თავმჯდომარე, სიის პირველი ნომერი, პრემიერმა აღნიშნა, რომ გამომდინარე იქიდან, რომ პოლიტსაბჭოს არ უმსჯელია, მას ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჭიაბერაშვილი – სანქციები შეიძლება გავრცელდეს ქართულ ბანკებზე და საფინანსო ინსტიტუტებზე, თუკი ისინი არ დაიცავენ იმ სანქციებს, რომელსაც აშშ აწესებს – ქართული ბაკების დასანქცირება ეკონომიკას სრულიად ჩამოშლის

თინა ბოკუჩავა – ხელისუფლება, რომელიც წინასაარჩევნოდ ოპოზიციის განადგურებას ჰპირდება ხალხს, მტრის წინაშე ბოდიშის მოხდას მოითხოვს და ოპოზიციას, მათ შორის ქალებს ფიზიკურად უსწორდება, უკვე დამარცხებულია