– დონალდ ტრამპს არსად არ მიუწვევია, არის ამერიკელი კუბილიუსი, რომელმაც მიიწვია მოქალაქე ზურაბიშვილი აშშ-ში

დონალდ ტრამპს არსად არ მიუწვევია – არის ამერიკელი კუბილიუსი, რომელმაც მიიწვია სალომე ზურაბიშვილი – ჩვენ არ ველოდებით ამერიკელი კუბილიუსისგან მოწვევას, – ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
კობახიძის თქმით, „ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია, ვნახოთ, როგორ წარიმართება პროცესები“.
„დონალდ ტრამპს სალომე ზურაბიშვილი არსად არ მიუწვევია, არის ამერიკელი კუბილიუსი, რომელმაც მიიწვია სალომე ზურაბიშვილი, მოქალაქე ზურაბიშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში. ეს არის ამერიკელი კუბილიუსი, ძალიან მარტივად შემიძლია გითხრათ.
ჩვენ არ ველოდებით ამერიკელი კუბილიუსისგან მოწვევას. ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია, ვნახოთ, როგორ წარიმართება პროცესები“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ამასთან, მთავრობის მეთაურის თქმით, „მოქალაქე ზურაბშვილი საინტერესო საერთოდ აღარ არის“.
ცნობისთვის, ამერიკელმა კონგრესმენმა და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, ჯო უილსონმა სალომე ზურაბიშვილი დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე მიიწვია. ამის შესახებ ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
„მოხარული ვარ მოვიწვიო პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე, როგორც ერთადერთი ლეგიტიმური ლიდერი საქართველოში“, – წერს უილსონი.

ასევე დაგაინტერესებთ

თამარ ჩერგოლეიშვილი: ბიძინა ივანიშვილი ახლა ისეთ მდგომარეობაშია, რომ უკან დახევის ფუფუნება არ აქვს. რეპრესიებით უჭირავს ეს ყველაფერი და რეპრესიები თუ აუშვა, მაშინ იწყება ზუსტად ავტოკრატებისთვის საშიში დრო, ჩამოინგრევიან