– „დიფ სთეითს“ დაგეგმილი აქვს ს „ჩამოწერა“ – მას, როგორც უკვე ვადაგასულ პროდუქტს, ჩამოაცილებენ ქართული პოლიტიკიდან

ვამბობდი, რომ „დიფ სთეითს“ უკვე დაგეგმილი ჰქონდა ს „ჩამოწერა“ ქართული პოლიტიკიდან – მას, როგორც უკვე ვადაგასულ პროდუქტს, ჩამოაცილებენ ქართული პოლიტიკიდან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მ განაცხადა, რითაც 31 მარტის საპროტესტო აქციაზე ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გამოსვლასთან დაკავშირებით შესაბამის კითხვას უპასუხა.
კობახიძის თქმით, „დიფ სთეითმა“ ზურაბიშვილს ისევ ოპოზიცია დაუპირისპირა“.
„საზოგადოებრივ მაუწყებელთან მქონდა ინტერვიუ რამდენიმე დღით ადრე და შეგიძლიათ ნახოთ ეს ინტერვიუ. მაშინ ვამბობდი, რომ „დიფ სთეითს“ უკვე დაგეგმილი ჰქონდა სალომე ზურაბიშვილის ჩამოწერა ქართული პოლიტიკიდან. რაც 31 მარტს ვიხილეთ, რეალურად, ამის გამოხატულებაა. თქვენ ნახეთ, რომ ისევ ოპოზიცია დაუპირისპირა სალომე ზურაბიშვილს „დიფ სთეითმა“. ეს პროცესი აუცილებლად გაგრძელდება. სალომე ზურაბიშვილს, როგორც უკვე ვადაგასულ პროდუქტს, ჩამოაცილებენ ქართული პოლიტიკიდან“, – განაცხადა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ფარულავა – ერთადერთი, ვინც „ოცნების“ ნაბიჯებს დადებითად აფასებს, რუსეთია, პროტესტს კი შარშან უფრო მეტი შესაძლებლობა ჰქონდა, საზოგადოება ქუჩაში ბრძოლის გაგრძელების რესურსს ვეღარ ხედავს – დღეს, „ოცნება“ გაძლიერებულია