ირაკლი კობახიძე – “დიფ სთეითის“ ამერიკასთან ჩვენ არაფერი გვესაქმება – ჩვენ გვინდა ურთიერთობა ისეთ ამერიკასთან, რომელიც იქნება თავისუფალი „დიფ სთეითისგან“

“დიფ სთეითის“ ამერიკასთან ჩვენ არაფერი გვესაქმება – „დიფ სთეითმა“ თუ უნდა მართოს შემდეგი 4 წლის განმავლობაშიც, როგორც ამას აკეთებდა გასული 4 წლის განმავლობაში, ასეთ ამერიკასთან ჩვენ არაფერი გვესაქმება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი მ პირველი არხის გადაცემაში – „აქტუალური თემა“ განაცხადა.
პრემიერის თქმით, საქართველოს სურს ურთიერთობა აშშ-სთან, როგორც დამოუკიდებელ, სუვერენულ სახელმწიფოსთან და ამას ელოდება.
„არ არის მაინცდამაინც რელევანტური აქცენტი, რასაც აკეთებენ ოპოზიციის წარმომადგენლები. ჩვენთვის არის ღირებული ისეთ ამერიკასთან ურთიერთობა, რომელშიც არ დომინირებს „დიფ სთეითი“. „დიფ სთეითმა“ მძიმე შედეგები მოუტანა ჩვენს ქვეყანას ამერიკული ბიუროკრატიის ხელით. 2003 წელს მათი ორგანიზებით მოხდა საქართველოში , რომელმაც ქვეყანას მოუტანა 9-წლიანი სისხლიანი რეჟიმი, აგენტურის მმართველობა. დავკარგეთ ქვეყნის ტერიტორიების 20%. დანაშაული მკვლელობა, წამება, მედიის მიტაცება, ბიზნესის რეკეტი. ეს ყველაფერი ხდებოდა სისტემურად. რა თქმა უნდა, ასეთ ამერიკასთან ჩვენ არაფერი გვესაქმება. ჩვენ გვინდა ურთიერთობა ისეთ ამერიკასთან, რომელიც იქნება თავისუფალი „დიფ სთეითისგან“. არც მილოცვები გვინდა ასეთი, არც სტრატეგიული პარტნიორობა. ჩვენ გვინდა სტრატეგიული პარტნიორობაც, კომუნიკაციაც ისეთ ამერიკასთან, რომელიც გათავისუფლდება „დიფ სთეითისგან“. ამიტომ მოთმინებით ველოდებით ამ პროცესს“, – განაცხადა პრემიერმა, რომლის კომენტარსაც საზოგადოებრივი მაუწყებელის ვებგვერდი ავრცელებს.