ირაკლი კობახიძე – დიპლომატებმა მიიღეს მითითება და დავალება, რომ ევროინტეგრაციის პროცესი მაქსიმალურად ინტენსიურად უნდა გაგრძელდეს – ეს არის რეალობა და ყველაფერი დანარჩენი სიყალბეა

ქვეყნის ევროინტეგრაციის თემასთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროში საუბარი მქონდა – დიპლომატებმა კიდევ ერთხელ მიიღეს მითითება და დავალება იმის თაობაზე, რომ ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი მაქსიმალურად ინტენსიურად უნდა გაგრძელდეს, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ განაცხადა.
კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროინტეგრაციის პროცესი არა თუ არ გადადებულა, არამედ პირიქით, მაქსიმალური ინტენსივობით გაგრძელდება.
„ეს არის რეალობა და ყველაფერი დანარჩენი არის სიყალბე. ამ სიყალბეს შეგნებულად ავრცელებს რადიკალური ოპოზიცია და მასთან დაკავშირებული მედია. სამწუხაროდ, ამ დეზინფორმაციულ კამპანიას ევროკავშირის ელჩიც შეუერთდა“, – განაცხადა მ.
28 ნოემბრის ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მიღებულია გადაწყვეტილება ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხი 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ. მისივე თქმით, 2028 წლის ბოლომდე ხელისუფლება უარს ამბობს ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.

ასევე დაგაინტერესებთ

ნარკოდანაშაულში ბრალდებული თედო აბრამოვი მოსამართლეს – დილის ექვს საათამდე ვერ დავიძინე იმაზე ფიქრში, რა ხდება ქვეყანაში და რა ხდება ჩემს თავს, საგიჟეთია – ერთს ვითხოვ, სამართლიანი გადაწყვეტილება იყოს მიღებული, უდანაშაულო ვარ

კეროლინ ლევიტი – არსებობს სანქციები, რომელთა გამოყენებაც დონალდ ტრამპს შეუძლია, თუ საჭიროება იქნება, თუმცა ყოველთვის ამბობს, რომ უკრაინაში ომის დასასრულებლად მის მთავარ გზას დიპლომატია და მოლაპარაკებები წარმოადგენს