ირაკლი კობახიძე დიდი ბრიტანეთის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე – ყველამ იცის, რა პრინციპებით მოქმედებს ბიძინა ივანიშვილი და როგორია ზაზა ოქუაშვილის და ასეთი პირების პრინციპები – აბსოლუტურად ლოგიკურია გადაწყვეტილება, რომელიც იქნა გამოტანილი

ყველამ იცის, რა პრინციპებით მოქმედებს ბატონი , ყველა მიმართულებით და როგორია ზაზა ოქუაშვილის და ასეთი პირების პრინციპები – აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად ლოგიკურია ის გადაწყვეტილება, რომელიც იქნა გამოტანილი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას „ქართული ოცნების“ განცხადებაზე, რომ ზაზა ოქუაშვილი დიდი ბრიტანეთის სასამართლოში ბიძინა ივანიშვილთან სამართლებრივ დავაში დამარცხდა.
კობახიძის თქმით, სიმართლემ გაიმარჯვა ზაზა ოქუაშვილის საქმეშიც, „ისევე, როგორც ეს ხდებოდა ყველა სხვა საქმის შემთხვევაში, რომელიც განიხილებოდა საერთაშორისო დონეზე“.
„ყველამ იცის, რა პრინციპებით მოქმედებს ბატონი ბიძინა ივანიშვილი, ყველა მიმართულებით და როგორია ზაზა ოქუაშვილის და ასეთი პირების პრინციპები. აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად ლოგიკურია ის გადაწყვეტილება, რომელიც იქნა გამოტანილი. სადავოც სინამდვილეში, არაფერი იყო. ბუნებრივია, სიმართლემ გაიმარჯვა ამ საქმეშიც, ისევე, როგორც ეს ხდებოდა ყველა სხვა საქმის შემთხვევაში, რომელიც განიხილებოდა საერთაშორისო დონეზე”, – განაცხადა პრემიერმა.
ცნობისთვის, „ქართული ოცნების” ინფორმაციით, ზაზა ოქუაშვილი დიდი ბრიტანეთის სასამართლოში ბიძინა ივანიშვილთან სამართლებრივ დავაში დამარცხდა და სასამართლომ წარდგენილი ბრალდებები ფალსიფიცირებულად ჩათვალა.
ამის შესახებ განცხადებას თავად მმართველი პარტია ავრცელებს.
„2025 წლის 7 აპრილს, ინგლისისა და უელსის უზენაესმა სასამართლომ საბოლოო წერტილი დაუსვა სკანდალურ საქმეს, რომელიც უკავშირდებოდა ზაზა ოქუაშვილის მიერ 2018 წლის 30 სექტემბერს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში გაჟღერებულ ბრალდებებს. „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილს 4 მილიონი დოლარის გამოძალვაში სდებდა ბრალს“,- ნათქვამია „ქართული ოცნების“ განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სარჯველაძე ჩანაცვლებით თერაპიაზე – ყველა ბენეფიციარმა, ვინც მოგვმართა, ნორმალურ პირობებში მიიღო სერვისი – ინციდენტებსაც ჰქონდა ადგილი, რაც მეტყველებს, რომ კერძო სექტორში მიწოდებული სერვისი მნიშვნელოვანი ნაკლოვანებებით ხასიათდებოდა

„ნაციონალური მოძრაობა“ – სრულ სოლიდარობას და მხარდაჭერას ვუცხადებთ არასამთავრობო ორგანიზაციების ყველა იმ წევრს, რომლებსაც დღეს ივანიშვილის მარიონეტებმა ახალი რეპრესიების ტალღა დაუანონსეს

„ლელო – ძლიერი საქართველო“ – ანტიკორუფციული ბიურო დღეს „ქართული ოცნების” კორუფციის მთავარ მცველად არის ქცეული – ხელისუფლებიდან ივანიშვილის ბანდის განდევნის შემდეგ გავაუქმებთ ქვეყნისა წინააღმდეგ მიმართულ ყველა საკანონმდებლო ნორმას