– დებატები საზოგადოების ერთიანობას ემსახურება, გვინდა, დავსხდეთ განსხვავებული მოსაზრებების ადამიანებთან და ვცადოთ ჭეშმარიტების დადგენა – გარედან უნდოდათ, საზოგადოება გაეხლიჩათ ორ ნაწილად, ამას უნდა დავუპირისპირდეთ

ჩვენი ამოცანაა საზოგადოების ერთიანობა და დებატების მიზანი ამას ემსახურება, გვინდა, ერთად დავსხდეთ განსხვავებული მოსაზრებების მქონე ადამიანებთან ერთად და ვცადოთ ჭეშმარიტების დადგენა ყველა თემასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, „საქართველოს ხელოვნურად, ქვეყნის გარედან თავს ახვევდნენ სიძულვილს, უნდოდათ, საზოგადოება ბოლომდე გაეხლიჩათ ორ ნაწილად ქვეყანა ამას უნდა დაუპირისპირდეს“.
„ჩვენი მიზანია დეპოლარიზაციის ხელშეწყობა. საქართველოში ხელოვნურად, ქვეყნის გარედან თავს გვახვევდნენ სიძულვილს,უნდოდათ, საზოგადოება ბოლომდე გაეხლიჩათ ორ ნაწილად. ვენ ამას უნდა დავუპირისპირდეთ, ჩვენი ამოცანა, მიზანი არის საზოგადოების ერთიანობა და დებატების მიზანი ამას ემსახურება. ჩვენ გვინდა, ერთად დავსხდეთ განსხვავებული მოსაზრებების მქონე ადამიანებთან ერთად და ერთად ვცადოთ ჭეშმარიტების დადგენა ყველა თემასთან დაკავშირებით. ეს არის ერთადერთი სწორი გზა, რაც ჩვენს ქვეყანას მიიყვანს დეპოლარიზაციამდე“, – განაცხადა კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: მოკლული შვილის მკვლელობის გამოძიებას ითხოვს. დედის დღეს.. მოკლული შვილის მკვლელობის გამოძიებას… არა დასჯას, დამუქრებას, გაბრაზებას, არამედ უბრალოდ გამოძიებას ითხოვს..