ირაკლი კობახიძე და კახა კალაძე ზურა ბერიკაშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდნენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, მსახიობ, ზურა ბერიკაშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდნენ.
ასევე, ბერიკაშვილის ოჯახს მინისტრთა კაბინეტის წევრებმაც მიუსამძიმრეს.
პანაშვიდი საბურთალოზე მდებარე ამაღლების ეკლესიაში მიმდინარეობს.
ცნობისთვის, ზურა ბერიკაშვილი 55 წლის ასაკში გარდაიცვალა. ბერიკაშვილი რამდენიმე თვის განმავლობაში საზღვარგარეთ მკურნალობდა.
ზურა ბერიკაშვილი 1990 წლიდან მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი იყო. მას არაერთი მნიშვნელოვანი როლი აქვს შესრულებული.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია – „ნაცმოძრაობას“ გაუვრცელებია ბანერები, რომ სააკაშვილის პარტია 5 ნომერია – მინდა დავამშვიდო ამაზე მონერვიულე „ნაცმოძრაობის“ წევრები თუ მომხრეები: ნამდვილად მხოლოდ ისინი არიან სააკაშვილის პარტია და ჩვენ, ნომერი 4 ნამდვილად არა