დანიის სამეფოში ვიზიტზე – ჩვენი ეროვნული ინტერესები უნდა იყოს ყველგან წარმოდგენილი, ვისაუბრებ საქართველოს როლზე ჩვენს რეგიონში, ასევე ევროპისთვის, დაკავშირებადობის კუთხით

მექნება საშუალება, რომ მონაწილეობა მივიღო პანელში, მრგვალი მაგიდის ფორმატში, სადაც ვისაუბრებ ჩვენს ქვეყანაზე, განსაკუთრებით, ეკონომიკურ საკითხებზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დანიის სამეფოში დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საუბარი იქნება ასევე ზოგად პოლიტიკურ საკითხებზე.
„ჩვენი ეროვნული ინტერესები უნდა იყოს ყველგან წარმოდგენილი, მე მექნება საშუალება, რომ მონაწილეობა მივიღო პანელში, მრგვალი მაგიდის ფორმატში, სადაც ვისაუბრებ ჩვენს ქვეყანაზე, განსაკუთრებით, ეკონომიკურ საკითხებზე, იმიტომ, რომ პანელის შინაარსი უკავშირდება სწორედ ეკონომიკურ საკითხებს. ამასთან ერთად, საუბარი გვექნება ზოგად პოლიტიკურ საკითხებზე. საქართველოს როლზე ჩვენს რეგიონში, ასევე ევროპისთვის, დაკავშირებადობის კუთხით, ეს იქნება ძირითადი გზავნილები, რომელსაც გავუზიარებთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს”, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ჯაფარიძე: ფინანსურად ივანიშვილი შეინახავს „იმედს“, აქ მთავარია, რამდენად შეძლებს ისევ ისე ოპერირებას და მგონია, რომ ვერ შეძლებს – „იმედი“ დასუსტდა და ეს პირდაპირ პროპორციული იქნება „ქართული ოცნების“ დასუსტების

“ჩვენ ბოლომდე კონტროლქვეშ გვაქვს ვითარება… არაფერი გადასარჩენი არ სჭირს არც „იმედს“ და არც „პოსტივის“” – ირაკლი კობახიძისა და „ფორმულას“ ჟურნალისტ სალომე ლაბაძის კითხვა-პასუხი (ვიდეო)