დანიაში ვიზიტისას, არაერთი ლიდერის მხრიდან გამოითქვა ინტერესი, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები გადაიტვირთოს – თუ ეს ყველაფერი ქმედითი ნაბიჯებით გაგრძელდება, ჩვენ მხოლოდ მივესალმებით, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადა.
მისივე თქმით, დანიაში ვიზიტისას, საქართველოს დელეგაციას 30-ზე მეტ ლიდერთან გასაუბრების საშუალება ჰქონდა.
„საინტერესო ფორმატია. აქ გვაქვს გამოვლის საშუალება და რაც მთავარია, სხვადასხვა ფორმატში, ორმხრივი შეხვედრის გამართვის საშუალება. ვიზიტის დროს გვქონდა 30-ზე მეტ ლიდერთან გასაუბრების საშუალება, სადაც ბუნებრივია, აქცენტი გავაკეთეთ ჩვენს ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე და ჩვენს მიზანზე, რომელიც უკავშირდება ევროინტეგრაციას. არაერთი ლიდერის მხრიდან, მათ შორის, მაღალი რანგის ლიდერების მხრიდან გამოითქვა ინტერესი, გადაიტვირთოს ურთიერთობები საქართველოსა და ევროკავშირს შორის. თუ ეს ყველაფერი გაგრძელდება ქმედითი ნაბიჯებით, ჩვენ მხოლოდ მივესალმებით. ეს მზაობა, რა თქმა უნდა, ძალიან მკაფიოდ გამოვხატეთ შესაბამის ლიდერებთან,“ – განაცხადა კობახიძემ.
