ირაკლი – დამთავრებული ამბავია – პარლამენტი არის შემდგარი, მთავრობა არის შემდგარი, პრეზიდენტის ინაუგურაცია ჩატარდება სამ დღეში

რა ხარვეზებზეც არის საუბარი ეუთო-ოდირის დასკვნაში, შეგიძლიათ ამოიკითხოთ ნებისმიერი ქვეყნის მიმართ შემუშავებულ საარჩენო დასკვნაში, ამიტომ, არაფრის საფუძველი არ არსებობს, დამთავრებული ამბავია – პარლამენტი არის შემდგარი, ­მთავრობა არის შემდგარი, პრეზიდენტის ინაუგურაცია ჩატარდება სამ დღეში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
პრემიერის თქმით, დღეს “ოპოზიციამ უკვე აღიარა არჩევნების ლეგიტიმაცია, როცა მათ უარი არ განაცხადეს დაფინანსების მიღებააზე”.
„რა ხარვეზებზეც არის საუბარი ეუთო-ოდირის დასკვნაში, შეგიძლიათ ამოიკითხოთ ნებისმიერი ქვეყნის მიმართ შემუშავებულ საარჩევნო დასკვნაში, ამიტომ, არაფრის საფუძველი არ არსებობს, დამთავრებული ამბავია – პარლამენტი არის შემდგარი, მთავრობა არის შემდგარი, პრეზიდენტის ინაუგურაცია ჩატარდება სამ დღეში. ყველაფერი არის დამთავრებული და ეს ესმით მათ ძალიან კარგად. 1000 კაცსაც ვეღარ კრებენ ყოველდღიურად. ეს არის დღევანდელი მოცემულობა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, შეიძლება ჩვენ შეგვასწრონ თებერვალში საქართველოს პარლამენტში. დღეს უკვე აღიარეს არჩევნების ლეგიტიმაცია, როცა უარი არ განაცხადეს დაფინანსების მიღებაზე. თუ არ აღიარებ შედეგებს, იმ შედეგების საფუძველზე როგორ იღებ დაფინანსებას? როცა უკვე ხელშესახებ სარგებელთან მოუწიათ შეხება, მაშინვე აღიარეს . რა თქმა უნდა, ეს პროცესი გაგრძელდება “, – განაცხადა პრემიერმა “იმედის” ეთერში.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)