ირაკლი კობახიძე დაახლოებით ათი პარტიის აკრძალვას აანონსებს

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი დაახლოებით ათი პარტიის აკრძალვას აანონსებს.

„სიას დავაკონკრეტებთ მოგვიანებით. ზუსტი სია რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი, როცა სარჩელი შევა საკონსტიტუციო სასამართლოში შევა… შეიძლება იყოს 10-მდე პარტია, ვნახოთ… მცირე პარტიების ჩათვლით“, — განაცხადა მ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

„ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოში შესატან სარჩელს ამზადებს, რითაც იმ პარტიების და პირების არაკონსტიტუციურად გამოცხადებას აპირებს, რომლებსაც „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ ქვეშ მოიაზრებს.

პარალელურად „ოცნება“ იღებს ცვლილებებს, რომლითაც კონსტიტუციის პრინციპების დამრღვევ პარტიასთან დაკავშირებულ პირებს, ფაქტობრივად, პოლიტიკური საქმიანობა ეკრძალებათ.

„ქართული ოცნების“ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელში იმ პირების სიას წარუდგენენ, რომელთაც პოლიტიკური აქტივობა უნდა აეკრძალოთ.

გორდულაძის თქმით, „ოცნების“ მიერ შედგენილ სიაში ისეთი პირებიც იქნებიან, რომლებიც შესაძლოა, ასაკრძალი ოპოზიციური პარტიების წევრები არც იყვნენ, თუმცა მმართველი პარტია მიიჩნევდეს, რომ თავიანთი საქმიანობით ისინი თანხვედრაში არიან ასაკრძალი პარტიების მიზნებთან.

წყარო