ირაკლი კობახიძე – გუშინ სრული მობილიზაცია ჰქონდათ გამოცხადებული და 3 000 კაცამდე ძლივს შეკრიბეს, აზიარებდნენ გასული წლის აქციის ფოტომასალას – ხალხი აღარ დადის აქციებზე

გუშინ სრული მობილიზაცია ჰქონდათ გამოცხადებული და აქაც კი 3 000 კაცამდე ძლივს შეკრიბეს – ხალხი აღარ დადის აქციებზე, – ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი მ, გუშინ დედაქალაქში გამართულ საპროტესტო აქციებზე საუბრისას განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, მძიმე ემოციური ფონია – ერთგვარი ისტერიული მდგომარეობა რადიკალურ ოპოზიციაში.
„ხედავთ, ხალხი აღარ მონაწილეობს შეკრებებში. გუშინ სრული მობილიზაცია ჰქონდათ გამოცხადებული და აქაც კი 3000 კაცამდე ძლივს შეკრიბეს. შემდეგ ხედავდით, რომ აზიარებდნენ გასული წლის აქციის ფოტომასალას. ხალხი აღარ დადის აქციებზე, ვერ მოახერხეს პოლიციის გამოწვევა, ძალადობით ვეღარ ახერხებენ პოლიციისთვის ასეთი გამოწვევის შექმნას. მძიმე ემოციური ფონია, ერთგვარი ისტერიული მდგომარეობა რადიკალურ ოპოზიციაში“, – აღნიშნა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯო უილსონი – ეუთო/ოდირის ანგარიშის განხილვის შემდეგ, ვიმეორებ: დე ფაქტო “ქართული ოცნების” ხელისუფლება არ არის ლეგიტიმური – ნებისმიერი ახალი მთავრობა უნდა ჩამოყალიბდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით

მიხეილ სააკაშვილი: სამწუხაროდ, ჩემი სიტყვიერი დანაბარების არასწორად „დაპოსტვა“ მოხდა და შესაბამისად, გამოიწვია დამსახურებული რეაქცია – რა თქმა უნდა, ხალხი საკუთარი ნებით გამოდის და აპროტესტებს