ირაკლი კობახიძე – გუშინ სრული მობილიზაცია ჰქონდათ გამოცხადებული და აქაც კი 3 000 კაცამდე ძლივს შეკრიბეს – ხალხი აღარ დადის აქციებზე – მძიმე ემოციური ფონია, ერთგვარი ისტერიული მდგომარეობაა რადიკალურ ოპოზიციაში

გუშინ სრული მობილიზაცია ჰქონდათ გამოცხადებული და აქაც კი 3 000 კაცამდე ძლივს შეკრიბეს – ხალხი აღარ დადის აქციებზე, – ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი მ, გუშინ დედაქალაქში გამართულ საპროტესტო აქციებზე საუბრისას განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, მძიმე ემოციური ფონია – ერთგვარი ისტერიული მდგომარეობა რადიკალურ ოპოზიციაში.
„ხედავთ, ხალხი აღარ მონაწილეობს შეკრებებში. გუშინ სრული მობილიზაცია ჰქონდათ გამოცხადებული და აქაც კი 3000 კაცამდე ძლივს შეკრიბეს. შემდეგ ხედავდით, რომ აზიარებდნენ გასული წლის აქციის ფოტომასალას. ხალხი აღარ დადის აქციებზე, ვერ მოახერხეს პოლიციის გამოწვევა, ძალადობით ვეღარ ახერხებენ პოლიციისთვის ასეთი გამოწვევის შექმნას. მძიმე ემოციური ფონია, ერთგვარი ისტერიული მდგომარეობა რადიკალურ ოპოზიციაში“, – აღნიშნა პრემიერმა.