ირაკლი კობახიძე – გუშინ, პიკზე, 2 000 ადამიანი იყო გამოსული, რაც მობილიზაციის პირობებში არის სრული ფიასკო, რაც შეეხება შიმშილობას, მსოფლიოში პირველი პრეცედენტია, როცა ოპოზიციონერი შიმშილობს და მოთხოვნებს უყენებს ოპოზიციას

ალბათ, მსოფლიოში პირველი პრეცედენტია, როდესაც ოპოზიციონერი შიმშილობს და მოთხოვნებს უყენებს ოპოზიციას – გუშინ კიდევ ერთხელ ყველა დარწმუნდა, თუ რამდენად მძიმე მდგომარეობაშია რადიკალური ოპოზიცია, პიკზე 2000 ადამიანი გამოიყვანეს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი მ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გუშინ გამართულ აქციას და ასევე, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ელენე ხოშტარიას შიმშილობის დაწყებას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, ყველა ვხედავთ, რომ ერთმანეთში ვერ იყოფენ რაღაცებს ოპოზიციის წარმომადგენლები.
„ალბათ, მსოფლიოში პირველი პრეცედენტია, როდესაც ოპოზიციონერი შიმშილობს და მოთხოვნებს უყენებს ოპოზიციას. ასეთი რამ ჯერ კაცობრიობის ისტორიას არ ახსოვს. ესეც მეტყველებს თავისთავად იმ უმძიმეს მდგომარეობაზე, რომელიც დღეს არის რადიკალურ ოპოზიციაში. ეს თავისთავად კარგია იმისთვის, რომ ქვეყანამ განაგრძოს მშვიდი და სტაბილური განვითარება. გუშინ კიდევ ერთხელ ყველა დარწმუნდა თუ რამდენად მძიმე მდგომარეობაშია რადიკალური ოპოზიცია. 4 პარტია, 40 „ენჯეო“, ევროპული ბიუროკრატიის დაფინანსება, „დიფ სთეითი“ ყველა ერთად იყო ჩართული და პიკზე 2000 ადამიანი გამოიყვანეს, ეს არის დღეს რადიკალური ოპოზიცია…
გუშინ 2 000 ქართველი ადამიანი გამოვიდა, რაც არის სრული მობილიზაციის პირობებში, სრული ფიასკო. მეტი არ იყო, სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით. როგორც არ უნდა გწყინდეთ, გუშინ პიკზე, 2 000 ქართველი იყო გამოსული.
რეალურად ყველა ვხედავთ, რომ ერთმანეთში ვერ იყოფენ რაღაცებს ოპოზიციის წარმომადგენლები. არის შიდა დაპირისპირება. ეს ძალიან კარგია, მათ შორის თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით. არის ორი პარტია, რომელსაც სურს მონაწილეობა, ორი, რომელსაც არ სურს მონაწილეობა. ეს გახლეჩა ძალიან კარგია რადიკალურ ოპოზიციაში. საბოლოოდ, ყველა ერთია, მაგრამ არის იქ პიროვნული ამბიციები, პიროვნული დაპირისპირებები, სუბიექტური ინტერესები. რაც მეტი იქნება ასეთი განხეთქილება რადიკალური ოპოზიციის შიგნით, მით უკეთესი ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის“, – განაცხადა მ.
ამასთან, მან პარლამენტთან მოშიმშილეებთან გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის მისვლაც შეაფასა და აღნიშნა, რომ „ეს არის ვენის კონვენციის უხეში დარღვევა“.
„ეს არის ვენის კონვენციის მორიგი უხეში დარღვევა, მეორე ეს არის ადამიანის მხრიდან თვითდაზიანების წახალისება. რა თქმა უნდა, არცერთ მიმართულებით არ შეიძლება ჩვენ ვიყოთ ტოლერანტული იმ არასწორი ქმედების მიმართ, რომელსაც ახორციელებენ კონკრეტული ელჩები. ვენის კონვენციის დარღვევაც არის მიუღებელი და თვითდაზიანების წახალისებაც მიუღებელია“, – განაცხადა კობახიძემ.