ირაკლი კობახიძე – გულწრფელ ახალგაზრდებს ვთხოვ, კარგად გაიაზრონ, რამდენად მნიშვნელოვანია, ვიაროთ ღირსებით ევროპისკენ – 2030 წლისთვის საქართველო სწორედ ღირსებით გახდება ევროკავშირის წევრი

ყველა გულწრფელ ახალგაზრდას ვთხოვ, კარგად გაიაზრონ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, ვიაროთ ღირსებით ევროპისკენ, რადგან ევროკავშირში შესვლა მხოლოდ ღირსებით არის შესაძლებელი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ღია წერილში საუბრობს, რომლითაც, მისი თქმით, „გულწრფელ ახალგაზრდებს“ მიმართავს.
მთავრობის მეთაური მიმართავს ყველა გულწრფელ ახალგაზრდას, რომელიც არასწორ გზას ადგას, რომ კრიტიკულად შეხედონ თავიანთ ნაბიჯებს, რათა მომავალში მსგავსი შეცდომები აღარ დაუშვან. „2030 წლისთვის საქართველო სწორედ ღირსებით გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა, როგორც დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო“, – აცხადებს ირაკლი .
ამასთან, პრემიერი აღნიშნავს, რომ „2030 წლისთვის საქართველო სწორედ ღირსებით გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა, როგორც დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო“.
კობახიძის თქმით, ხელისუფლება ქართველი ამომრჩევლის 60 პროცენტზე მეტის დაკვეთით იმოქმედებს, რომელიც მისი განმარტებით, „ენჯეოების“ გამჭვირვალობას და შესაბამისად, საქართველოს მშვიდობიან მომავალს მყარად და გააზრებულად მხარს უჭერს.
„გპირდებით, ქართული სახელმწიფო იზრუნებს ყველა გულწრფელ ახალგაზრდაზე, მათ შორის ისეთებზეც, რომლებიც დღეს შეცდომაში არიან შეყვანილი და ვერ აცნობიერებენ, თუ რამხელა უბედურება ააცილა მას ქართული საზოგადოების უმრავლესობამ და მის მიერ არჩეულმა ხელისუფლებამ თავიდან“, – აცხადებს პრემიერ-მინისტრი.

ასევე დაგაინტერესებთ