ირაკლი კობახიძე – გვჭირდება უკომპრომისო ბრძოლა კრიმინალის წინააღმდეგ, ბუნებრივია, მომავალშიც გავაგრძელებთ ამ კუთხით ნაბიჯების გადადგმას – ბოლო 3 თვეში „ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებით პასუხისგებაში მიეცა 57 პირი

ყველა მიმართულებით გვჭირდება უკომპრომისო ბრძოლა კრიმინალის წინააღმდეგ, ბუნებრივია, მომავალშიც გავაგრძელებთ ამ კუთხით ნაბიჯების გადადგმას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, ბოლო 3 თვეში „ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებით პასუხისგებაში მიეცა 57 პირი, შარშან, იგივე პერიოდში, ამ ბრალდებით პასუხისგებაში მიეცა მხოლოდ 2 პირი.
„ბოლო 3 თვეში „ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებით პასუხისგებაში მიეცა 57 პირი. სტატისტიკა რომ ავიღოთ, შარშან, იგივე პერიოდში, ამ ბრალდებით პასუხისგებაში მიეცა მხოლოდ 2 პირი. 2 პირი შარშან იგივე პერიოდში, წელს – 57. ჩვენ აქაც გვჭირდებოდა გადამჭრელი ზომების მიღება და ის სტატისტიკა, რომელიც წარმოგიდგინეთ, სწორედ ამის გამოხატულებაა. ყველა მიმართულებით გვჭირდება უკომპრომისო ბრძოლა კრიმინალის წინააღმდეგ. ბუნებრივია, მომავალშიც გავაგრძელებთ ამ კუთხით ნაბიჯების გადადგმას“, – განაცხადა პრემიერმა.