ირაკლი კობახიძე გერმანიის ელჩზე: გერმანიას დღეს ელჩი არ ჰყავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გერმანიის ელჩს პეტერ ფიშერს ე.წ. ელჩად მოიხსენიებს. მას ელჩის გაწვევის შესახებ პარლამენტში მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების შემდეგ ჟურნალისტებმა ჰკითხეს.
„მე მგონია, გერმანიის ელჩისთვის გაწვევა იქნებოდა ძალიან დიდი პატივი. აქედან გამომდინარე, მე არ მგონია, რომ ასეთი გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ. რეალურად საქართველოში გერმანიას დღეს ელჩი არ ჰყავს, ეს არის ყველაზე სწორი სტატუსი რაც ე.წ ელჩს შეეფერება დღეს საქართველოში“, – თქვა ირაკლი მ.
გერმანიის ელჩის გაწვევაზე პარლამენტში ჟურნალისტებთან ისაუბრა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, მ BM.ge-სთვის მიცემულ ინტერვიუში გამოთქმული აზრის გამო. პეტერ ფიშერის თქმით, საქართველოს ეკონომიკის ზრდა „ზე ს თავდასხმიდან მოულოდნელ მოგებას“ უკავშირდება.
„მინდა საგარეო საქმეთა სამინისტროს მივმართო, იქნებ დაინტერესდეს ამ ელჩის აქ მოღვაწეობით. ვისურვებდი, რომ საერთოდ დავიწყოთ ამ ელჩის გაწვევის პროცედურა, იმიტომ რომ ის არ შეესაბამება იმ მანდატს, რა მანდატითაც აქ არის. არ მგონია, რომ მან შეძლოს გერმანელი და ქართველი ხალხის ურთიერთობაში რამე პოზიტიურის შეტანა. პირიქით, მგონია, რომ ის ახლა მავნებლობს“, – თქვა ირაკლი ზარქუამ.
გერმანიის ელჩმა 27 ნოემბერს გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელთან ინტერვიუში თქვა, რომ გერმანია-საქართველოს ურთიერთობები ახლა ჩიხშია. მისი თქმით, ევროკავშირის კანდიდატის სატატუსის მინიჭება „სიყვარულის და ზრუნვის ნიშანი“. მანვე აღნიშნა, რომ ევროკავშირთან დაშორება უარყოფითად აისახება ეროვნულ ვალუტაზე, ასევე მოყვება ახალგაზრდების ემიგრაციაც.
ფორუმი