ირაკლი – გეკა გელაძის ჩინეთში ვიზიტი არის ოფიციალური, ჩვენთვის განსაკუთრებული პრიორიტეტია ჩინეთთან როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური კუთხით თანამშრომლობის გაღრმავება

გეკა გელაძის ჩინეთში ვიზიტი არის ოფიციალური, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერ-მინისტრმა ვიზიტის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
„აქ დასამალი არაფერია, პირიქით, აბსოლუტურად ღიად გაცხადებული ვიზიტია, ის იმყოფება ჩინეთში. ჩვენთვის განსაკუთრებული პრიორიტეტია ჩინეთთან როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური კუთხით თანამშრომლობის გაღრმავება. ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი იმყოფება ჩინეთში. მნიშვნელოვანი ვიზიტია და ჩვენ დიდი ინტერესით ველოდებით ამ ვიზიტის შედეგებს”, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – ჩვენ მოვახერხეთ შეუძლებელი და პირველებმა ყოფილი იმპერიის სივრცეში დავამტკიცეთ, რომ რუსეთის გარეშე ცხოვრება ბევრად უკეთესია – მე არ გავტყდები, არ შევეგუები და ვიბრძოლებ თქვენს და ჩემს გამარჯვებამდე

გზების დეპარტამენტი – ავტომაგისტრალებზე შეზღუდვების შესახებ ახალი საგზაო ნიშნები განთავსდა – 22 დეკემბრიდან შსს საშუალო სიჩქარის დიფერენცირებული კონტროლის მონაკვეთებში 80 კმ/სთ სიჩქარის გადაჭარბების დარღვევების ადმინისტრირებას იწყებს