ირაკლი – გახარიას პარტია რადგან გამოვიდა საბოტაჟის რეჟიმიდან, ამით გადაარჩინა პარტია – „ლელოს“ რომ არ გაეუქმებინა მანდატები და პარლამენტში რომ შემოსულიყო, სარჩელიდან მისი ამოღებაც მოგვიწევდა

სარჩელში მთავარი საყრდენი გახარიასა და მისი გუნდის მიმართ საბოტაჟი იყო, გამომდინარე აქედან, რადგან გამოვიდა საბოტაჟის რეჟიმიდან, ამით გადაარჩინა პარტია – „ლელოს“ რომ არ გაეუქმებინა მანდატები და პარლამენტში რომ შემოსულიყო, სარჩელიდან მისი ამოღებაც მოგვიწევდა, თუმცა საბოტაჟის რეჟიმში დარჩა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მ განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებულ საკონსტიტუციო სარჩელს გამოეხმაურა, რომლითაც მმართველი პარტია 3 პოლიტიკური სუბიექტის აკრძალვას ითხოვს.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ თავი გადაირჩინა, მისი მისამართით გაჟღერებული ბრალდებები ძალაში რჩება.
„სამართლებრივად გიორგი გახარიამ და მისმა პარტიამ თავი გადაირჩინა. სარჩელში მთავარი საყრდენი გახარიასა და მისი გუნდის მიმართ საბოტაჟი იყო, გამომდინარე აქედან, რადგან გამოვიდა საბოტაჟის რეჟიმიდან, ამით გადაარჩინა პარტია აკრძალვის შესახებ სარჩელში მოხვედრისგან.
თუმცა, ის ბრალდებები რაც ისმოდა მისი მისამართით, ძალაში რჩება, იგივე ჩორჩანა, იგივე საბოტაჟში მონაწილეობა.
არის კონკრეტული ქმედებები, რომლებიც შესაძლოა, პარტიის აკრძალვის საფუძველი გახდეს და არის კონკრეტული ქმედებები, რომელიც შეიძლება არ გახდეს პარტიის აკრძალვის საფუძველი, თუნდაც ეს ქმედებები დანაშაულებრივი იყოს.
რაც შეეხება „ლელოს“, ის დარჩა საბოტაჟის რეჟიმში. „ლელოს“ რომ არ გაეუქმებინა მანდატები და პარლამენტში რომ შემოსულიყო, სარჩელიდან მისი ამოღებაც მოგვიწევდა, თუმცა საბოტაჟის რეჟიმში დარჩა, აქედან გამომდინარე დარჩა სარჩელშიც“, – განაცხადა ირაკლი მ.
ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო სასამართლოს სამი პარტიის აკრძალვის მოთხოვნით მიმართა. პარლამენტის თავმჯდომარის, ს ინფორმაციით, მმართველი პარტიის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო სარჩელით შემდეგი პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობას და აკრძალვას მოითხოვენ: „ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ძლიერი საქართველო-ლელო“.