ირაკლი კობახიძე – გახარიამ რაც გააკეთა რეზინის ტყვიების გამოყენებით, გააკეთა გარე დაკვეთით – ამიტომ არ შეიძლება, რაიმეს გააკარო აგენტი, მაგრამ მოგვიწია, კონკრეტულმა სახელმა და გვარმა დარეკა კაბინეტიდან, სადაც იჯდა „დიფ სთეითის” წარმომადგენელი

გიორგი გახარიას ვიცნობ ძალიან კარგად, ამიტომ არ გამკვირვებია მისი საუბარი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, მაგრამ კაცი, ზოგადად, ასეთი გონორით 30-ჯერ ამბობდეს ფრაზას – „არ მახსოვს”, ასეთი გონორით 30-ჯერ იტყუებოდეს და სრულ აბსურდს ლაპარაკობდეს, არ ვიცი, საზოგადოებამ შეაფასა, მგონი, ძალიან კარგად ეს ყველაფერი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ განაცხადა.
მისივე თქმით, გიორგი გახარია მოქმედებდა „გარე ძალების დაკვეთით“ და მისი მთავარი ამოცანა იყო „ქართული ოცნების” იმიჯის დაზიანება.
კობახიძის განცხადებით, გახარიას ჰქონდა დავალება არა ერთგზის მიღებული, როდესაც ის იყო შს მინისტრი და შემდეგ უკვე პრემიერ-მინისტრი, თუმცა განსაკუთრებით, შს მინისტრის პოზიციაზე მუშაობისას.
„არ მახსოვს” – ეს ფრაზაც და ის ტყუილებიც იმის გამო იყო, რომ გახარიას პასუხები არ ჰქონდა. ჯერ ერთს ამბობდა და 30 წამში, ან 1-2 წუთში, სრულიად სხვა რამეს ამბობდა. ანუ, აქ ჩანდა, რომ, რეალურად, მას ძალიან ბევრი რამ აქვს დასამალი. მთავარი, რაც მას აქვს დასამალი, არის ის, რომ მოქმედებდა გარე დაკვეთით. რაც გააკეთა, მათ შორის, რეზინის ტყვიების გამოყენებით, ეს გააკეთა გარე დაკვეთით. მთავარი ამოცანა იყო „ქართული ოცნების” იმიჯის დაზიანება. მას ჰქონდა ეს დავალება არა ერთგზის მიღებული, როდესაც ის იყო შს მინისტრი, შემდეგ უკვე პრემიერ-მინისტრი, განსაკუთრებით, შს მინისტრის პოზიციაზე მუშაობისას. თუ გაიხსენებთ, აბსოლუტურად ხელოვნურად ჩნდებოდა მუდმივ რეჟიმში აღქმა, რომ ხელისუფლება და საზოგადოება, განსაკუთრებით ხელისუფლება და ახალგაზრდები იყვნენ ერთმანეთთან დაპირისპირებულები. ეს დალაგდა აბსოლუტურად ხელოვნურად, ეს მოხდა როგორ – გაიხსენეთ პანკისის სპეცოპერაცია, სადაც პოლიცია და მოქალაქეები ერთმანეთს დაუპირისპირეს და ყოველ ჯერზე ხდებოდა ის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო და პოლიციელი რჩებოდა შეურაცხყოფილი. პანკისის ხეობაში ასე მოხდა ხომ. დაუპირისპირა შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს და დამცირებული და შეურაცხყოფილი დატოვა პოლიციელები, აბსოლუტურად ხელოვნურად დაალაგა ეს ყველაფერი”,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მ ასევე ისაუბრა კლუბ „ბასიანის” საქმეზე და აღნიშნა, რომ გიორგი გახარიამ ხელოვნურად დაუპირისპირა ერთმანეთს „ქართული ოცნება” და ახალგაზრდები.
„გახსოვთ, ასევე „ბასიანის” შემთხვევა, სადაც პირველად, აბსოლუტურად ხელოვნურად დალაგებული ამბავი იყო, ერთმანეთს დაუპირისპირა „ქართული ოცნების” ხელისუფლება და ახალგაზრდები. დაკვეთა იყო, დავალება იყო, ამიტომ არ შეიძლება, რომ რაიმეს გააკარო აგენტი, მაგრამ ჩვენ მოგვიწია. ესეც საინტერესო დეტალია, ვინ დარეკა და ა.შ. ეს კითხვა დაისვა. კონკრეტულმა სახელმა და გვარმა დარეკა კონკრეტული კაბინეტიდან, სადაც იჯდა „დიფ სთეითის” წარმომადგენელი. ეს გუნდში იციან და თეა წულუკიანმაც ახსენა, რომ მანაც იცის ეს სახელი და გვარი. ჩვენ ერთმანეთთან გვისაუბრია, მაგრამ საზოგადოებაში ამაზე საუბარს ვერიდებით, რადგან არ გვინდა, რომ ქვეყანას რაღაც ზედმეტი უხერხულობა შევუქმნათ. რეალურად, ამ ზარით, ჩვენთვის საბოლოოდ გახდა ცხადი ის, რომ ეს ადამიანი მოქმედებდა უცხო ძალის დავალებებით. ის მომენტი და ზარი იყო სრული დასტური, ბეჭედი დაესვა. ეს ზარი ჩემთან არ იყო განხორციელებული, ჩვენი პოლიტიკური გუნდის ერთ-ერთ ლიდერთან განხორციელდა და უმრავლესობის წევრების დიდმა ნაწილმა იცის ეს სახელი და გვარი, იყო ოფიციალური თანამდებობის პირი, ზარი იყო ქვეყნის გარედან, რომელმაც თქვა, რომ მათთვის არ იყო მისაღები გახარიას გადადგომა. დისკუსია გაიმართა 20 ივნისის შემდეგ და საბოლოოდ გადაწყვეტილება იქნა მიღებული იმასთან დაკავშირებით, რომ გახარიას უნდა დაეტოვებინა თანამდებობა, რაც ეთქვა გახარიას, მან ითხოვა 10-15 წუთი და მერე შემობრუნდებოდა და ამ 10-15 წუთის განმავლობაში გაისმა ზარი „დიფ სთეითიდან”, ეს იყო ოფიციალური თანამდებობის პირი, საკმაოდ მაღალი თანამდებობის პირი, რომელმაც ქვეყნის გარედან დარეკა და თქვა, რომ არ იყო მიზანშეწონილი მისი გადაყენება”,- განაცხადა პრემიერმა.