ირაკლი კობახიძე: გარყვნილება და „ნაცმოძრაობა“ რომ იდენტური ცნებებია, კიდევ ერთხელ გამოჩნდა – მხოლოდ „ნაციონალმა“ შეიძლება ჩაიდინოს ასეთი ტიპის დანაშაული

გარყვნილება და „ნაცმოძრაობა“ რომ არის იდენტური ცნებები, ეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა ამ საქმეზე, – ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრ  ბრალდებულ უჩა აბაშიძესა და მის მეუღლესთან დაკავშირებულ ბრალდების საქმეს.

როგორც მ დღევანდელ ბრიფინგზე აღნიშნა, ეს არის წარმოუდგენელი დანაშაული, რომელიც „მხოლოდ „ნაციონალმა“ შეიძლება ჩაიდინოს“.

„ეს არის წარმოუდგენელი დანაშაული, რისი მომსწრეც ვართ. ერთი რამ შემიძლია გითხართ, მხოლოდ „ნაციონალმა“ შეიძლება ჩაიდინოს ასეთი ტიპის დანაშაული. ამ მასშტაბის გარყვნილება არის უბრალოდ წარმოუდგენელი. საუბარი არის ისეთი ტიპის სავარაუდო დანაშაულზე, რომელიც პირდაპირ არის კავშირში გარყვნილების უმაღლეს ხარისხთან. თქვენ გახსოვთ ეს გარყვნილება ამ პოლიტიკური პარტიისგან. ეს ადამიანები იყვნენ სწორედ, ვინც კასრებში ინახავდნენ ათასობით კომპაქტ დისკს, რომელზეც ადამიანების პირადი ცხოვრება იყო ასახული. ეს სავარაუდო დანაშაული, რაც ამ შემთხვევაში არის სახეზე, იმეორებს ზუსტად იმ ხელწერას, რომელიც „ნაცმოძრაობისთვის“ იყო დამახასიათებელი. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ არის, რომ ეს კონკრეტული სავარაუდო დამნაშავე არის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი, აქტიურად მონაწილეობდა შესაბამისი აქციების ორგანიზებაში, ეს არის აბსოლუტურად გასაგები და ლოგიკური მოვლენა. დანარჩენი არის გამოძიების საქმე, მაგრამ რეალურად, მე რა ინფორმაციაც მაქვს, საუბარი არის იმ რაოდენობით ვიდეოჩანაწერებზე, რომლის ფალსიფიცირებაზე საუბარი ვერც იქნება. გარყვნილების წარმოუდგენელი მასშტაბი არის სახე. რაც შეეხება დანაშაულს, დანაშაული საბოლოოდ იქნება სათანადო წესით დადგენილი სამართალდამცავი სტრუქტურების მხრიდან, მაგრამ გარყვნილება და „ნაცმოძრაობა“ რომ არის იდენტური ცნებები, ეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა ამ საქმეზე“, – განაცხადა კობახიძემ.