ირაკლი განმარტავს, რა მოხდება, თუ საქართველოს პრეზიდენტი მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას არ დანიშნავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი განმარტავს, რა მოხდება, თუ საქართველოს პრეზიდენტი მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას არ დანიშნავს.
როგორც კობახიძემ განაცხადა, კონსტიტუციით, პარლამენტის პირველი სხდომა არჩევნების შეჯამებიდან 10 დღის ვადაში უნდა გაიმართოს, თუმცა თუ პრეზიდენტი სხდომას არ მოიწვევს, პარლამენტი ვადის ბოლოს, მე-10 დღეს თავად შეიკრიბება.
„სამართლებრივად 10-დღიანი ვადაა განსაზღვრული პირველი სხდომის გამართვისთვის. მე-10 დღეს პარლამენტი თავისით შეიკრიბება და გაიმართება სხდომა. აქ არავითარი საბოტაჟის რესურსი არ აქვს პრეზიდენტს, საქართველოს კონსტიტუცია უხეში ფორმით რომც დაარღვიოს. პრეზიდენტს მხოლოდ ფორმალური კომპეტენცია აქვს. შეუძლია აქაც, კიდევ ერთხელ უხეშად დაარღვიოს კონსტიტუცია, მაგრამ ვერ დაბლოკავს პარლამენტის პირველ სხდომას. განსაზღვრულია კონსტიტუციით, რომ არჩევნების შეჯამებიდან 10 დღის ვადაში აუცილებლად უნდა შედგეს პარლამენტის პირველი სხდომა, შესაბამისად, ჩვენ თუ თეორიულად დავუშვებთ ასეთ უხეშ დარღვევას, ბოლო, მე-10 დღეს თავისით შეიკრიბება პარლამენტი. ამას უზრუნველყოფს პარლამენტის თავმჯდომარე და პარლამენტის ბიურო“,- განაცხადა კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრო ჭიჭინაძე მოსამართლეს – ზუსტად იმ სამართლით გაგვასამართლეს, რა სამართალიც არ გვინდოდა ყოფილიყო – არ იფიქროთ, რომ რამეს გთხოვთ, თქვენ სამართლიანად განსჯას სამართლიანობის პრინციპი გთხოვთ, მე სათხოვარი არაფერი მაქვს

კობახიძე: გამორჩეული ლიდერების სიმცირე თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. რა თქმა უნდა, არსებობს გამონაკლისები და ეს ქვეყანა, თურქეთი, თავისი დიდი ლიდერით, გამონაკლისია