ირაკლი კობახიძე გავრცელებულ ჩანაწერზე – სიურპრიზებს გვპირდებოდნენ და შეიძლება ამას გულისხმობდნენ – გამოძიება უნდა დაინტერესდეს, მისი საქმეა, მათ შორის, ავთენტურობის დადგენა

გამოძიება უნდა დაინტერესდეს და გამოძიების საქმეა, მათ შორის, ავთენტურობის დადგენა, – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ “ტვ იმედის” ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვაზე, შეიძლება თუ არა ავთენტური იყოს გავრცელებული აუდიჩანაწერი, რომელშიც მათივე ინფორმაციით, სავარაუდოდ, ბაჩო ახალაია და პაატა ბურჭულაძე ფიგურირებენ და „იყო თუ არა მისთვის სიურპრიზი“ გავრცელებული ჩანაწერი.
კობახიძის თქმით, მსგავსი ჩანაწერის შინაარსი გასაკვირი არავისთვის არის.
“სიურპრიზებს გვპირდებოდნენ და შეიძლება ამას გულისხმობდნენ, ამ ზღაპრის შინაარსს. ვერ გეტყვით, მთავარია, გამოძიება უნდა დაინტერესდეს და გამოძიების საქმეა, მათ შორის, ავთენტურობის დადგენა.
თავისთავად, ეს შინაარსი არავის უკვირს. ვნახოთ, როგორ გაგრძელდება გამოძიება. თვითონ შინაარსი რომ არავის უკვირს, ეს არის თავისთავად მრავლისმეტყველი მოვლენა, დანარჩენი დადგინდება გამოძიების მიერ”, – განაცხადა კობახიძემ.