გაერო-ს გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტიერეშს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო საქართველოსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციას შორის თანამშრომლობას, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას.
„აღინიშნა დიალოგის ხელშეწყობისა და საერთაშორისო საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევის განსაკუთრებული მნიშვნელობა მსოფლიოში მშვიდობისა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის უზრუნველყოფისთვის.
პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა საქართველოს მთავრობის მიერ რეგიონში მშვიდობის ხელშეწყობაზე, ასევე გაეროს ძირითადი პრინციპებისა და ღირებულებების, ისევე, როგორც მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად გატარებულ რეფორმებზე.
პრემიერ-მინისტრმა გაეროს გენერალურ მდივანს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

დიხამინჯია: ერთმანეთს წლობით ვერ ხედავენ ცოლ-ქმარი, მშობლები და შვილები. ეკონომიკის განვითარებაზე დაგვყვირიან რამდენიმე წელია. ერთი ინიციატივა თუ გახსოვთ, რომ ამ დედებს დახმარებოდნენ საკუთარ სახლში დასაბრუნებლად?

მერაბ ვასაძე: ქართულ ბაზარზე ჩვენი ძირითადი კონკურენტია რუსული, უკრაინული და თურქული საქონელი, რომელიც უფრო იაფად შემოაქვთ და ინტერესი, რომ ჩვენი პროდუქცია დახლზე იდოს, ფაქტობრივად, აღარ არის