ირაკლი კობახიძე გაერო-ს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი 25 სექტემბერს გაერო-ს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე სიტყვით გამოვა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრელებს.
მათივე ცნობით, მთავრობის მეთაური ამერიკის შეერთებულ შტატებს 22-26 სექტემბერს ეწვევა.
„ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში, მონაწილეობას მიიღებს „მომავლის სამიტში”, რომელიც გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერის ს და ნამიბიის პრეზიდენტ ნანგოლო მბუმბას ორგანიზებით იმართება. დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა გაერო-ს გენერალურ მდივანთან ანტონიო გუტიერეშთან. მთავრობის მეთაური ასევე დაესწრება ოფიციალურ მიღებას, რომელიც -ის პრეზიდენტის სა და მისი მეუღლის ჯილ ბაიდენის სახელით გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის მონაწილე დელეგაციათა მეთაურების პატივსაცემად გაიმართება“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ