ირაკლი კობახიძე – გაგრძელდება სპორტის მხარდაჭერა, სპორტის ბიუჯეტის ეტაპობრივი ზრდა, ახალი ინვესტიციების ჩადება სპორტის განვითარებაში

სპორტის სფეროში გვაქვს ძალიან სერიოზული მიღწევები, უპრეცედენტო პროგრესი შედეგების თვალსაზრისით და ბუნებრივია გაგრძელდება სპორტის მხარდაჭერა, სპორტის ბიუჯეტის ეტაპობრივი ზრდა, ახალი ინვესტიციების ჩადება სპორტის განვითარებაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, მ, საპარლამენტო ოპოზიციის ფორმატში მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვაზე განახადა.
კობახიძის თქმით, დაგეგმილია მთელი რიგი საერთაშორისო ტურნირების მასპინძლობა სპორტის სხვადასხვა სახეობაში.
„რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეთ დამსახურებულ სპორტის მუშაკებს, ვეტერან სპორტსმენებს, მაღალმთიან დასახლებებში სპორტის სფეროში დასაქმებულ ადამიანებს, მათთვის საგანგებო სოციალური მხარდაჭერის პროგრამები იქნება უზრუნველყოფილი და განხორციელებული. ასევე, გაგრძელდება მნიშვნელოვანი სპორტული ობიექტების მშენებლობა მთელი ქვეყნის მასშტაბით“, – აღნიშნა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

ტატა ხვედელიანი – ჩვენმა პოლიტიკურმა ძალამ სალომე ზურაბიშვილს და პარტიებს გააცნო ხედვები მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით – როგორ უნდა მივიდეთ არჩევნებამდე, როგორ უნდა მოხდეს საარჩევნო ადმინისტრაციის ფორმირება

ეკა გიგაური – ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის მისიის წარმომადგენლების მხრიდან გამოითქვა მოსაზრება, რომ შეხვდებიან კონკრეტულ ადამიანებს, რომლებიც პინასწარ პატიმრობაში არიან