ირაკლი კობახიძე ბოლო 10 თვეში მეოთხედ შეხვდა ჩინეთის ელჩს

„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი მ მორიგი შეხვედრა გამართა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩთან, ჭოუ ციენთან, – ბოლო ათ თვეში უკვე მეოთხედ.
მთავრობის ადმინისტრაციამ ფეისბუკზე დაწერა, რომ საუბარი შეეხო „საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში არსებული თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებას და პარტნიორობის სამომავლო პერსპექტივებს“.
„განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებს“, – წერია მოკლე ცნობაში.
ამავე წყაროს თანახმად, შეხვედრაზე „აღინიშნა სავაჭრო ბრუნვის მზარდი დინამიკა და შუა დერეფნის მნიშვნელობა ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების კუთხით“.
სხვა დეტალები დაზუსტებული არ არის. ჩინეთის საელჩოს ინფორმაცია შეხვედრის შესახებ ჯერჯერობით არ გაუვრცელებია.
საჯარო სივრცეში გავრცელებული ცნობების თანახმად, ეს ჭოუ ციენისა და ირაკლი კობახიძის მესამე შეხვედრაა 2025 წელს, ხოლო 2024 წლის ნოემბრის მოვლენების შემდეგ – მეოთხე.
წინა შეხვედრების თარიღები ასეთია:
· 2025 წლის 6 აგვისტო – ისევ „სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში არსებული თანამშრომლობის სხვადასხვა სფეროზე“;
· 2025 წლის 10 იანვარი;
· ასევე, 2024 წლის 6 დეკემბერს – მაშინ დიპლომატმა ს საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება და მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცება მიულოცა.
ჩინეთი ერთ-ერთია ქვეყნების იმ მცირე ჯგუფს შორის, რომელმაც „ქართულ ოცნებას“ არჩევნებში გამარჯვება და ასევე მიხეილ ყაველაშვილს მეექვსე პრეზიდენტად ინაუგურაცია მიულოცა.
„პრიორიტეტი – ჩინეთი“
როგორც რადიო თავისუფლებას არაერთხელ დაუწერია, „ქართული ოცნების“ მთავრობის გაცხადებული პოზიციაა, რომ სურს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირების გაღრმავება.
ბოლოს „ქართული ოცნების“ მთავრობიდან ჩინეთში იმყოფებოდა შინაგან საქმეთა მინისტრი გელა გელაძე, – ის სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა ქალაქ ლიანიუნგანგში.
თუმცა კრიტიკოსები ამბობენ, რომ ამ გაცხადებული პრიორიტეტის მიუხედავად, საქართველო არ მიუწვევიათ 2025 წლის სექტემბერში ჩინეთში გამართულ ორ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე.
ღონისძიებებს ესწრებოდნენ პეკინის მოკავშირეები და სახელმწიფოები, რომლებსაც ჩინეთთან სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება სურთ.
ეს ორი ღონისძიება იყო:
· ჩინეთის დედაქალაქ პეკინში 3 სექტემბერს დაგეგმილი სამხედრო აღლუმი, რომელიც მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვების 80 წლისთავს ეძღვნებოდა და რომელსაც 26 ქვეყნის პირველი პირები დაესწრნენ. მათ შორის იყვნენ სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერები.
· „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ სამიტი.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ანი ნადარეიშვილი: რუსთავი 2 -ს ამ დილით “ექსკლუზივი” მოუპოვებია… რადგან არ გვეშვებიან და ჩვენს გვარს ატრიალებენ ბოლო პერიოდში ინტენსიურად, ყველამ მინდა იცოდეს – ბაჩო ახალაია და ჩვენი ოჯახის არცერთი წევრი არ ვართ პოლიტიკაში…